LIFE

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

თუ ძაღლი გყავთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ის თქვენთვის ძალიან ძვირფასია. ძაღლები ადამიანების ოჯახის წევრებად იქცევიან ხოლმე. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენლად მტკივნეულია საყვარელი ცხოველის სიკვდილი.

არ აქვს მნიშვნელობა რის გამო კვდება ის, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ ტკივილს გვიტოვებს, რომელთან შეგუებაც ძალიან რთულია.

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გეტყვით, რატომ ნერვიულობ, ის ხომ უბრალოდ ძაღლი იყო?! ასეთი სიტყვები კიდევ უფრო მეტ ტკივილს გაყენებთ, რადგანაც მხოლოდ თქვენ იცით, თუ რამდენს ნიშნავდა საყვარელი ოთხფეხა მეგობარი თქვენთვის. რეალურად, არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

ახალი კვლევის თანახმად, ძაღლის დაკარგვა, მისი სიკვდილი, ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება.

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

შესაძლოა, ეს სიგიჟედ მოგეჩვენოთ და თქვათ, რომ სისულელეა, მაგრამ თუ ასე იტყვით, ეს ნიშნავს, რომ არასოდეს გყოლიათ ძაღლი და არ გამოგიცდიათ მისი დაკარგვა.

საყვარელ შინაურ ცხოველს ადამიანივით ვექცევით, მასზე ოჯახის წევრივით და უფრო მეტადაც კი ვზრუნავთ. მკვლევარები განმარტავენ, რომ სწორედ ამიტომ, ადამიანი ძაღლს საყვარელ ადამიანთან აიგივებს და ის ოჯახის აბსოლუტურად სრულფასოვანი წევრი ხდება.

ვისაც ოჯახის წევრის დაკარგვის მძიმე გამოცდილება აქვს, მან იცის, თუ რა რთულია ამ ტკივილთან გამკლავება. ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა მეთოდს მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მძიმე დღეებში შეიძლება სამსახურზეც უარი თქვან, სტუმრობენ ფსიქოთერაპევტს, გარშემო ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, ამხნევებენ და რთული პერიოდის გადალახვაში ეხმარებიან, ცდილობენ, ტკივილი შეუმსუბუქონ.

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ რომ მძიმე მდგომარეობაში ვართ, ამის გამო არავინ გაგვაკრიტიკებს და ჩვენი მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია ყველასთვის, მაგრამ ძაღლის სიკვდილის შემდეგ რომ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ამას საზოგადოების ნაწილი ვერ გვიგებს.

საყვარელი ცხოველის სიკვდილის შემდეგ უნდა ადგეთ და წახვიდეთ იმავე დღეს სამსახურში და ისე უნდა მოიქცეთ თითქოს თქვენს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. უნდა დაკავდეთ ყოვედღიური საქმეებით, გამოწვევებით მაშინ, როცა რეალურად უმძიმეს მდგომარეობაში ხართ. შესაძლოა, გყავთ მეგობრები, ან ოჯახის წევრები, რომლებსაც ესმით თქვენი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერავინ აცნობიერებს, თუ რატომ განიცდით ასე ძალიან.

ძაღლის სიკვდილი ისეთივე მტკივნეულია, როგორც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება - კვლევის შედეგი

ფსიქოლოგ ჯული აქსელროდის განმარტებით, თავს ასე საშინლად ძაღლის დაკარგვის შემდეგ ადამიანები იმიტომ გრძნობენ, რომ ისინი ხვდებიან დაკარგეს კომფორტის წყარო და უბრალოდ, დაკარგეს მეგობარი, რომელსაც უპირობოდ სიყვარული შეეძლო. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია მასთან დამშვიდობება.

ამიტომაც, თუ ძაღლის დაკარგვის შემდეგ თავს საშინლად გრძნობთ, შფოთავთ, გული გტკივათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნურაფერი გაგაკვირვებთ. ის თქვენი ოჯახის წევრი იყო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას რას ამბობენ სხვები. თქვენი რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია.



<a href="http://goodfullness.com">http://goodfullness.com</a>