ვინ არის მონიკა ბელუჩის 18 წლით უმცროსი შეყვარებული? - განქორწინების შემდეგ მსახიობმა ახალი სიყვარული იპოვა
- 18.12.2018
ვინსენტ კასელთან დაშორებიდან 5 წლის შემდეგ, იტალიელმა მსახიობმა, მონიკა ბელუჩიმ ახალი სიყვარული იპოვნა. პაპარაცებმა მონიკა და მისი ახალი ბოიფრენდი ქუჩაში დააფიქსირეს. წყვილი ერთმანეთს კოცნიდა და სიყვარულს საჯაროდ გამოხატავდა.
მონიკას ახალი მამაკაცი მასზე 18 წლით უმცროსი მხატვარი და მოქანდაკე, ნიკოლას ლეფევრია.
უკვე ერთი წელია, რაც იტალიურ ყვითელ პრესაში აქტიურად წერენ ბელუჩის ახალი ბოიფრენდის შესახებ, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო. მონიკამ პრესასთანაც ისაუბრა მის შესახებ, მაგრამ, არ უთქვამს, თუ ვინ იყო მისი რჩეული.
როდესაც მსახიობს ყოფილი ქმრის, ვინსენტ კასელისა და ტინა კუნაკის ქორწინების შესახებ კომენტარი სთხოვეს, მონიკამ თქვა, რომ მსგავსი საკითხებით არ ინტერესდება, რადგანაც თავს ახალ ბოიფრენდთან ერთად ძალიან ბედნიერად გრძნობს.
„როდესაც ვინსენტს დავშორდი, ეს რადიკალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სწორი. განშორების შემდეგ მე თავისუფლება ვიპოვე და ახალი ცხოვრება დავიწყე. მაქვს ურთიერთობა მამაკაცთან, რომლის გვერდითაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ერთი მამაკაცის გვერდით, 18 წელი. არ ვიცი ეს ნორმალურია თუ არა. მე არ ვცხოვრობ წესებით“, - ამბობს მონიკა.
ნიკოლას ლეფევრი 36 წლის ფრანგი მხატვარი, მოქანდაკე და მკვლევარია. მისი ნამუშევრები კი ხშირადაა წარმოდგენილი სხვადასხვა მუზეუმებში. მას 6 წლის გოგონა ჰყავს წინა ურთიერთობიდან.
მონიკას ახალი რჩეულით იტალიელები მოხიბლულები არიან და პრესაში ნიკოლასს მომხიბვლელს, სექსუალურს და ამასთანავე, ნიჭიერს უწოდებენ.
ზოგიერთი იტალიური გამოცემა კი წერს, რომ მონიკამ ყოფილ ქმარზე ერთგვარად შური იძია- როგორც ცნობილია, ბელუჩის ყოფილი ქმარი, ვინსენტ კასელი თავისზე ბევრად ახალგაზრდა მოდელზე, 21 წლის ტინა კუნაკიზე დაქორწინდა, მონიკას ახალი ბოიფრენდი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასზე 18 წლით უმცროსია.
პრესაში ასევე იხსენებენ მონიკას ერთ-ერთ ძველ ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ ასაკით ბევრად პატარა მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობა მისთვის წარმოუდგენელია, რადგანაც უმცროსი მამაკაცების მიმართ მხოლოდ დედობრივი დამოკიდებულება აქვს.
მონიკასთან დაახლოებული, კონფიდენციალური პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ იმასაც, რომ წყვილს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და მალე დაქორწინებასაც გეგმავს.
თემები: სიყვარული, წყვილი, ვარსკვლავები, მონიკაბელუჩი, ვენსანკასელი
<a href="https://www.tgcom24.mediaset.it">https://www.tgcom24.mediaset.it</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია