მეცნიერების 6 თეორია, რატომ იცხოვრებენ ჩვენი შვილიშვილები ჩვენზე ბედნიერად
- 21.12.2018
ვიღაცას მომავალს პესიმისტურად ხედავს, ზოგიც მფრინავ ავტომობილებსა და სხვა პლანეტაზე მოგზაურობას ელოდება. მეცნიერები და ფუტურისტები კი თვლიან, რომ ეს ყველაფერი დაწყებულია.
1. ფერმები გაგვახსენებენ Apple Store-ს
2038 წელს თქვენ ადვილად ისადილებთ სინთეტიკური ხორცით და დააყოლებთ სინთეტიკურ ღვინოს. საეჭვოა, რომ გაანსხვავოთ აიტიშნიკი ფერმერისგან. სოფლის მეურნეობა გახდება მოდური და სარგებლიანი. კულტურებს მოიყვანენ მეგაპოლისის ჩარჩო კონტეინერებში, თვით ფერმები კი ღია იქნება მყიდველისთვის და გაგვახსენებენ Apple Store-ს.
2. დავკავდებით შემოქმედებითი პროფესიებით
2100 წელს წამყვან როლებს ითამაშებენ მეცნიერები, ქირურგები და დამმუშავებლები. მაგრამ ტექნიკური სამუშაოების უმეტეს ნაწილს გააკეთებენ მანქანები, ჩვენ კი მოგვიწევს მათი გაკონტროლება და უფრო შემოქმედებითი პროფესიების ათვისება. მაგალითად, პროდუქტიულობის ზრდის კონსულტანტები, უფროსი თაობისთვის უახლესი ტექნოლოგიების სწავლების სპეციალისტები.
3. 2000-იანების თაობა იცოცხლებს 100 წლამდე
თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეინარჩუნებს წინანდელი ზრდის დინამიკას, მაშინ დღეგრძელი ადამიანების რიცხვი 2050 წლისთვის გაიზრდება 750 ათასამდე. ამასთანავე, დღეგრძელებად ჩაითვლებიან ისინი, ვინც გადააცილებს 125 წელიწადს.
4. შევქმნით ნებისმიერი გარეგნობის ბავშვებს
კაცობრიობა დამოუკიდებლად დაიწყებს ევოლუციის მართვას, ბუნება აღარ გააკონტროლებს ამას. უკვე ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ როგორი დაიბადება, და დავარქმევთ ამას ხელოვნურ შერჩევას. მაგალითად, თუ მომავალ მშობლებს მოუნდებათ ყველაფრის გაგება საკუთარი დნმ-ის შესახებ, ისინი ამას ადვილად გააკეთებენ და რედაქტირებას გაუკეთებენ გენით.
5. მეორე ნახევრის პოვნა გახდება ძალიან სწრაფი
ჩვენ იმდენად ეკონომიურად დავხარჯავთ საკუთარ დროს, რომ პარტნიორის არჩევანი გახდება მაქსიმალურად ეფექტური და მარტივი. ამიტომ 2040 წლისთვის 10 ურთიერთობიდან 7 შედგება ვირტუალურად. ამ რეალობის დახმარებით, ადამიანები შეძლებენ იგრძნონ სუნი, შეეხონ სხვა ადამიანს და პაემანზეც კი წავიდნენ სახლიდან გაუსვლელად. მომავლის ადამიანებს დააინტერესებთ არა ჰოროსკოპები, არამედ დნმ-შეთავსება.
6. სახლისთვის ავეჯს შეძლებთ უბრალოდ გადმოტვირთოთ
მთელ მსოფლიოში ცნობილი ფუტურისტი იან პირსონი თვლის, რომ დამატებითი რეალობა გვაჩუქებს ციფრულ დიზაინს, რომელიც დაედება ნებისმიერ ზედაპირს. მაგალითად, თქვენ გჭირდებათ ახალი დიზაინი, უბრალოდ გადმოტვირთავთ და დაადებთ ძველს. თქვენს ბინაში ზოგიერთი საგნების ფიზიკური არსებობის აუცილებლობა გაქრება. რად გინდათ ტელეეკრანი, თუ საყვარელი ფილმების ყურებას შეძლებთ ჭერზე ან კედელზე? საკუთარი ბინის შენახვა კი უფრო მოხერხებულია „ღრუბელზე“. საკმარისია მოაწყო პატარა ბინა საჭირო მინიმუმით და დაამატო ციფრული დეკორი, ავეჯი ან თუნდაც სულ სხვა ხედი ფანჯრიდან.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია