სილამაზე

სიურპრიზი "ლუტეციასგან" - 22 დეკემბერს "კლარინსის" ბესთსელერ პროდუქციაზე 40%-იანი ფასდაკლებაა

სიურპრიზი "ლუტეციასგან" - 22 დეკემბერს "კლარინსის" ბესთსელერ პროდუქციაზე  40%-იანი ფასდაკლებაა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, "ლუტეცია", არ წყვეტს ჩვენს გაოცებას. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ახალ წელს „ლუტეცია“ თავისი სიურპიზები მით უფრო შთამბეჭდავი ხდება.

ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ 22 დეკემბერს ყველასათვის საყვარელი ბრენდი კლარინსი, თან ბესთ სელერებით, -40% ფასდაკლებას გვთავაზობს და არამარტო, MUGLER-ის სუნამოებზე ასევე გავრცელდება 30-40 %-იანი ფასდაკლება.

“ჩვენ გავაცნობიერეთ , თუ რა მნიშვნელოვანი იყო ქალებისთვის სილამაზე. სილამაზე იწვევდა სიხარულს, ოჯახურ ბედნიერებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც კი“ – Jacques Courtin Clarins.

სწორედ ამიტომ სილამაზის, ბედნიერი განწყობისა და ჯანმრთელი კანისთვის 1954 წელს საფრანგეთში შეიქმნა Clarins.

პარიზში საკუთარ ინსტიტუტში Jacques Courtin-Clarins–მა დანერგა
მკურნალობის ექსკლუზიური მეთოდები სახის და ტანისთვის, გამოიყენა რა 100% ნატურალურ მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ზეთები. 1966 წელს, კლიენტების თხოვნით, მან ჩაუშვა ეს ზეთები გაყიდვაში. მას შემდეგ Clarins–მა მიაღწია დიდ წარმატებას, ამავე დროს შეინარჩუნა ფილოსოფია, რომელსაც საფუძვლად უდევს აზრი, მოუსმინო და პატივისცემით მოეპყრო შენს მომხმარებელს.

სიურპრიზი

ბრენდი, რომელიც 60 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და უკვე მრავალი წელია ევროპაში არავის უთმობს პირველობას ლუქს კატეგორიის კანის მოვლის საშუალებებში.

კლარინსი არის ინოვატორი, უამრავი სიახლის ავტორი, რომელიც ბუნებრივ, მცენარეულ და ნატურალურ ინგრედიენტებზეა დამზადებული.

კლარინსი იყო პირველი, რომელმაც მსოფლიოს წარუდგინა პროდუქცია დაბინძურების საწინააღმდეგო კომპლექსით.

ექსკლუზიური ფორმულა, რომელიც გამოიყენა არა მხოლოდ მოვლის, არამედ დეკორატიულ საშუალებებში.

კლარინს არის ბრენდი , რომელიც აკმაყოფილებს ქალის ყველა მოთხოვნას და წარმოგვიდგენს კანის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრს, ასევე დეკორატიულ კოსმეტიკას, არომა-თერაპიულ საშუალებებს. 2002 წელს შექმნა სპეციალური ხაზი მამაკაცებისათვის.

სიურპრიზი

წარმოუდგენელია ვისაუბროთ კლარინსზე და არ ვახსენოთ მისი ვარსკვლავური პროდუქტი

ეს არა უახლესი, არამედ მომავალი თაობის ტექნოლოგიაა.


Clarins - Double serum - 20 სასწაულმოქმედ მცენარეულ ექსტრაქტს მიმატებული კიდევ ერთი აღმოჩენა - ტურმერიკი.

[20+1] Turmeric-ს (ჯინჯერის სანელებელი) 100-ზე მეტი წელია უკვე კოსმეტიკურ სფეროსთან აკავშირებენ. ტურმერიკი იგივე კურკუმინი გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით.

ის საუკეთესო ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არის მატონიზირებელი საშუალება და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.


ეს ყველაფერი არ არის, ის ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
ტურმერიკი შეუცვლელი საშუალებაა კანის დაავადებების დროს. გააჩნია საუკეთესო ანტისეპტიკური მოქმედება. მისი უამრავი თვისებიდან გამომდინარე კურკუმინი შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.


კურკუმინის ექსტრაქტი ეფექტურად ებრძვის წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, ასევე კანის არაერთგვაროვან ტონს. არის იდეალური ე.წ. გამასხივოსნებელი ბუსტერი.
ამასთანავე, Double serum აგლუვებს კანს, ვიზუალურად ამცირებს ფორების ზომას, ატენიანებს და ამკვრივებს კანს კივის, ხორბლისა და ორგანული თიზელის დახმარებით.


შედეგი ნათელია მოხმარებიდან 7 დღეში.

Hydra-Essentiel -ის ხაზი - დამატენიანებელი ხაზი, რომელიც კიდევ უფრო აქტუალურია შემოდგომაზე. შემოდგომაზე ორგანიზმს ნაკლებად მიეწოდება ვიტამინებითა თუ სხვა მინერალებით გამდიდრებული საკვები, რაც პირდაპირ აისახება კანზე...

Clarins გვთავაზობს ახალ Hydra Essentiel-ის ხაზს სახის, თვალისა და ტუჩის მოვლის საშუალებებით.


SOS ნიღბები ნებისმიერ SOS სიტუაციაში!!

კლიმატური ცვლილებები, სიცივე, სუსხი ტუჩის კანზეც განსაკუთრებულად ახდენს გავლენას .ამ დროს ტუჩი იქერცლება, სკდება, ჩნდება ნახეთქები და ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოიყურება. ამიტომ კლარინსი გვთავაზობს სიახლეს Hydra-Essentiel Moisture replenishing lip balm-ს.

ეს არის მოვლის საშუალება, რომელიც ინტენსიურად აღადგენს დაზიანებულ (დახეთქილ) ტუჩებს, ანიჭებს კომფორტს, ატენიანებს, კვებავს, იცავს გარე აგრესორებისგან და ალამაზებს მათ.


შეიცავს კაკაოს ექსტრაქტს, რომელიც აღადგენს ლიპიდურ შრეს და ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დატენიანების პროცესს.

რაც შეეხება ცხიმიან კანს. ცხიმიანი კანის გახსენებისას, მომენტალურად გვახსენდება გაფართოებული ფორები, ზედმეტი სიპრიალე და სხვა.

ამ შემთხვევაშიც კლარინსი გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის გზას:

Pore Control Serum - შრატი დაუყოვნებლივ ამცირებს ფორებს, ასხივოსნებს კანს და აუმჯობესებს მის ტექსტურას. მისი რეგულარული გამოყენებისას, მაღალეფექტური მცენარეული ექსტრაქტების წყალობით ფორები ნაკლებად შესამჩნევია, კანი ბარხატივით ნაზი, ერთგვაროვანი, გლუვი და ჯანსაღია.


შეიცავს ორგანული მარწყვის ხის ექსტრაქტს, რომელიც ხელს უწყობს სებუმის გამოყოფის დარეგულირებას.


ასევე ვაზის ყვავილის უჯრედისა და თამარინდის ექსტრაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფორების გაფართოებასა და ფორმის შეცვლას, ამქერცლავი მოქმედების დახმარებით კი აუმჯობესებენ კანის ტექსტურას.
ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ!

რუჯის სეზონიც გავიდა, ამიტომ ტონალური საშუალება ამ სეზონზე ისე აქტუალურია როგორც არასდროს.

კლარინსი კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს.

Skin Illusion - 24 საათიანი დატენიანება და 12 საათიანი გასაოცარი მდგრადობა. მსუბუქი, შრატის ტექსტურის მსგავსი, თხევადი ტონალური საშუალება, რომელიც კანს ბუნებრივ (nude) ეფექტს ანიჭებს.


შეიცავს უამრავ სასარგებლო ინგრედიენტს. მაგ: დაბინძურების საწინააღმდეგო კომპლექსს,ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს SPF15 -ს, ორგანული კალანხოეს ექსტრაქტსა და შუქამრეკლავ ნაწილაკებს.

შუქამრეკლავი ნაწილაკები ხელს უწყობენს ვიზუალურად კანის ხარვეზების მაქსიმალურ დაფარვას. კალანხოე კი იშვიათი დადებითი ანტიოქსიდანტური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაც.


ის აძლიერებს უჯრედს, ათავისუფლებს ტოქსინებისგან კანს და ავსებს მას ენერგიით.
იცავს კანს გარემო აგრესორებისგან და ზრუნავს მის სიჯანსაღეზე.

შემოდგომა ჩვენს სხეულზეც განსაკუთრებულად აისახება. ეს ის დროა, როცა მეტ კალორიულ საკვებს იღებს ორგანიზმი, აქტიური ცხოვრების წესიც ბევრად უფრო მცირდება, ნაკლებად ვსეირნობთ თუ ვკავდებით ამა თუ იმ სპორტით.

კლარინსი ამისთვისაც გვთავაზობს ტანის მოვლის საშალებების საუკეთესო არჩევანს. შეიპინგის კრემი მასაჟისთვის, ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება, გამამკვრივებელი ანტიოქსიდანტური მოქმედებით და სხვა.