სტილი

თავისუფალი სტილი თუ დრესკოდი? როგორ ჩავიცვათ შეხვედრაზე

თავისუფალი სტილი თუ  დრესკოდი? როგორ ჩავიცვათ შეხვედრაზე

მაინც როგორ უნდა გამოიყურებოდე საქმიან შეხვედრაზე, რომ ყურადღება არ გაგეფანტოს, არ დაიძაბო, მხოლოდ მოლაპარაკებაზე კონცენტრირდე და თან თავს კომფორტულად, მოხდენილად და თავისუფლად გრძნობდე?

ამისთვის არსებობს 2 გზა.

პირველი:

იცვამ საყვარელ მაისურს, აი, იმას დაბადების დღეზე რომ გაჩუქეს და დღემდე ვერ გაგირკვევია, რა ახატია, მთავარია, გიყვარს და მასში თავს მაგრად გრძნობ; „დახეულ“ ჯინსს - გადასარევად ჯდები საკუთარ ფეხზე ეგ რომ გაცვია ხოლმე; წითელ „კონვერსებს“ - შეგიძლია ხუთი გაჩერება გაიარო ფეხით; სამკაულებს? - არა, მართლა ფეხით რომ მოგიხდეს სიარული, სად უნდა „იჩხარუნო“ საყურეებით და ჯაჭვებით; მაკიაჟი? - ჰო, ვერც მაკიჟს შეინარჩუნებ გადარბენისას. მთავარია, თავს თავისუფლად გრძნობ და მზად ხარ ნებისმიერ საკითხზე სალაპარაკოდ. თუ ასე გამოწყობილი მიდიხარ, მაშინ იმედი უნდა გქონდეს, რომ შენს ძველ, ამჟამინდელ თუ მომავალ საქმიან პარტნიორს სპეციფიკური იუმორის გრძნობა აღმოაჩნდება, ან თვითონაც „ჰარლიზე“ ამხედრებული, ტყავის შარვლითა და ქურთუკით გამოგეცხადება. სხვა შემთხვევაში, „გაგების“ შანსი მინიმუმამდე მცირდება.

მეორე:

აუცილებლად პოულობ დროს შოპინგისთვის, მიდიხარ მაღაზიაში და არჩევ ტრენდულ სამოსს, ან ასეთივეს შეარჩევ საკუთარ გარდერობში. ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, მოსახერხებელი, ბუნებრივი. სასურველია, მოერიდო სპორტული სტილის ფეხსაცმელებსა და მოკლესახელოებიან მაისურებს. სადა და კლასიკური სტილი სულაც არ ნიშნავს უფერულს და მოსაწყენს. თუ მაინც ასეთად მოგეჩვენება ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლით და კონსერვატიული სტილის კაბა, შეგიძლია უფრო მკვეთრი სტილის სამკაული და აქსესუარები დაამატო. ჩანთა, შარფი, საათი და სხვა სამკაულები, ასევე მსუბუქი მაკიაჟი „ფერს“ ნამდვილად შეგიცვლის.

BO-1 Content bit



წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>