სტილი

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

1. მოკლე შარვალი და თასმებიანი ფეხსაცმელი

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

მოკლე შარვლები უკვე მერამდენე სეზონია მოდურ პოზიციებს არ თმობენ და შესანიშნავად უხდებიან ნებისმიერ გარდერობს (ალბათ ზამთრის გარდა). ღია წვივების ხარჯზე ისინი სილუეტს უფრო მსუბუქსა და დახვეწილს ხდიან. თასმებიანი ფეხსაცმელი კი შლის ამ ეფექტს. ამიტომაც ასეთი ფეხსაცმლის ნაცვლად უკეთესია ჩაიცვათ კლასიკური „ლოდოჩკები“, ლოფერები ან ბალეტკები.

2. რამდენიმე ნივთი სხვადასხვა სახის პრინტით

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

სხვადასხვა პრინტის შეხამება შეიძლება და საჭიროც არის, მაგრამ ამასაც მოხერხება სჭირდება. აი ქსოვილის სხვადასხვა სახის შეხამების რამდენიმე წესი:

· ყველაზე უნივერსალური პრინტი - გეომეტრიულია. ის კარგად ეხამება პრაქტიკულად ნებისმიერ სხვას.

· სხვადასხვა ტიპის ნახატები უნდა აერთიანებდნენერთ ფერს მაინც.

· კარგად გამოიყურება ერთმანეთთან ერთი ტიპის, მაგრამ სხვადასხვა ზომის პრინტები (მაგალითად, მსხვილი კოპლები წვრილ კოპლებთან).

· სამოსი სხვადასხვა პრინტით გააზავეთ ერთი ფერის ნივთებით.

3. თეთრი ბიუსტჰალტერი თეთრ ბლუზასთან

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

ბევრი შეცდომით თვლის, რომ თეთრი ბიუსტჰალტერი არ გამოჩნდება, სინამდვილეში ის უფრო მეტად ჩანს, ვიდრე შავი ან ფერადი. თეთრ ბლუზასთან ოპტიმალური არჩევანია - კანისფერი ბიუსტჰალტერი, თეთრი კი ჯობია გაუმჭვირვალი ზედებისთვის გადაინახოთ.

4. ქვედაბოლო მინი და ფეხსაცმელი შპილკებზე

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

არსებობს მარტივი წესი: რაც უფრო მოკლეა ქვედაბოლო, მით უფრო დაბალი უნდა იყოს ფეხსაცმლის ქუსლი. მინი ქვედაბოლოს შემთხვევაში კიდევ დიდ როლს თამაშობს ქუსლის სისქე: რაც უფრო წვრილია ქუსლი, მით უფრო უხილავი ხდება ზღვარი სილამაზესა და ვულგარულობას შორის. ამიტომ შპილკები უკეთესია დაიტოვოთ მუხლებამდე ქვედაბოლოებისთვის, მინისთან კი ჩაიცვათ ფეხსაცმელი პატარა მყარი ქუსლით, ბათინკები, სლიპონები ან კედები.

5. ერთდროულად ორი ტანზე გამოყვანილი ნივთი

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

ბოლო დროს მოდის სამყაროში აქტუალურია oversize, აი, ტანსაცმელი კი, რომლებიც ტანზე გამოყვანილია, აქტუალურობა დაკარგეს. თანაც ისინი ხაზს უსვამენ ფიგურის ნებისმიერ, ყველაზე მცირე ნაკლოვანებებსაც კი. ჯინსებს ან გამოყვანილ ქვედაბოლოს უკეთესია შეურჩიოთ მოცულობითი ზედა, განიერ ქვედაბოლოებსა და შარვლებს - გამოყვანილი.

6. სწორი ქვედაბოლო და მოკლე პალტო

6 შეცდომა, რომელსაც ქალები ჩაცმისას ყველაზე ხშირად უშვებენ

დიდხანს ითვლებოდა, რომ კაბები და ქვედაბოლოები არ უნდა ჩანდეს სამოსიდან. ახლა ასეთი ხისტი ჩარჩოები არ არის, და ქვედაბოლო შეიძლება იყოს ზედა ტანსაცმელზე უფრო გრძელი, მაგრამ შუა თეძომდე სიგრძის პალტო სწორ ქვედაბოლოსთან შეხამებაში ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს. ასეთი მოდელი უკეთესია ატაროთ შარვლებთან ან ჯინსებთან, სწორ ქვედაბოლოს კი შეურჩიოთ უფრო გრძელი პალტო. 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>