1. ოჯახს ვერ გაექცევი (2018)

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: კომედია

ფილმი გვიამბობს მოდური დიზაინერის ვალენტინის შესახებ (დენი ბუნი), რომელმაც წარმატებული კარიერა გაიკეთა, ფრანგული შიკი მოირგო და იპოვა იდეალური ქალი (ლორანს არნე). და სწორედ მაშინ, როდესაც დიზაინერი წარმატების მწვერვალზე იმყოფება, მისმა ნათესავებმა ღრმა პროვინციიდან გადაწყვიტეს მოინახულონ ვაჟიშვილი და შვილიშვილი, რითაცის უამრავ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს და აიძულეს სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედა.

2. ფანები საუზმეზე არ რჩებიან (2010)

ქვეყანა: გერმანია

ჟანრი: ახალგაზრდული კომედია

თავისებური ისტორია კონკიაზე, რომელმაც არ იცოდა, რომ პრინცი ცნობილია და მილიონი ფანი ჰყავს. გოგონა ლილამ ერთი წელი გაატარა ამერიკაში და გამოტოვა ახალი როკ-ჯგუფის გამოჩენა. ამიტომაც, როდესაც კრისს შეხვდება, ის არა მხოლოდ ვერ ცნობს მას, არამედ შეყვარებასაც ახერხებს. კრისიც ასევე გატაცებულია თავისი ახალი მეგობრით, მაგრამ ბოროტი მენეჯერი უკრძალავს ურთიერთობების გაბმას, თავისუფალ სოლისტს ხომ უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს.

3. ლორო (2018)

ქვეყანა: იტალია

ჟანრი: ბიოგრაფია, დრამა

რეჟისორმა პაოლო სორენტინომ გამოიკვლია განსაკუთრებელი და დახურული საზოგადოების ყოფა და ზნე-ჩვეულებანი. იტალიელებს ყველაფერი საუკეთესო აქვთ, გააჩნიათ ყველა შესაძლებლობა, ისინი ჭირვეულები, გათამამებულები და ძალაუფლების მოყვარულები არიან. და მათგან ყველაზე გამორჩეული - არაერთმნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, ლოველასი და სკანდალისტი სილვიო ბერლუსკონია.

4. ქორწინება 2 დღით (2012)

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: რომანტიკული კომედია

ფილმი, რა თქმა უნდა სიყვარულზეა. იზაბელი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის ყველა ქალზე წყევლაა: ისინი ყველა წარუმატებლად გათხოვდნენ და განქორწინდნენ. მისმა შეყვარებულმა მას ხელი სთხოვა, და იზაბელი გადაწყვეტს მოატყუოს ბედისწერა: სასწრაფოდ გათხოვდეს პირველივე შემხვედრ დოყლაპიაზე და მაშინვე გაშორდეს, იმისათვის რომ გაყვეს საყვარელ ადამიანს. ასე ხვდება ის ჟან-ივას, რომელიც რთული ხასიათით გამოირჩევა.

5. ფავორიტი ქალი (2018)

ქვეყანა: ირლანდია, დიდი ბრიტანეთი

ჟანრი: დრამა, კომედია, ისტორია

მე-18 საუკუნე, ინგლისი, ტახტზე ადის დედოფალი ანა, რომელიც არ არის ჩახედული სახელმწიფოს საქმეებში და მთლიანად თავისი მეგობრის სარას გავლენის ქვეშ იმყოფება. ფაქტიურად სწორედ სარას მიყავს ომი საფრანგეთის წინააღმდეგ და ის მართავს იმპერიას. დედაქალაქში ჩნდება ებიგეილი - ახალი მოახლე, რომელიც მოიპოვებს სარას კეთილგანწყობას, მერე კი თვით დედოფლისაც, და ცდილობს დაიკავოს ყოფილი ფავორიტი ქალის ადგილი.