LIFE

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

1. გეილ ფორმანი - „თუ დავრჩები“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

მია ძალიან მეგობრულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ყველას უყვარდა და ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. კატასტროფის შემდეგ ბედისწერამ ის არჩევანის წინაშე დააყენა: დარჩეს ცოცხლებს შორის თუ სამუდამოდ წავიდეს და გაჰყვეს ყველაზე საყვარელ ადამიანებს იმ ქვეყნად.

მის წინაშე გაივლის მისი ბედნიერი ცხოვრება: პირველი პაემანი, საუბრები მშობლებთან. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ არ დაეშვა შეცდომები, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

2. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

წიგნი მოგვითხრობს ერთი პატარა გოგონას ცხოვრების ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ის გერმანელმა ცოლ-ქმარმა იშვილა. მათთან მთავარმა გმირმა ლიზელმა ისწავლა კითხვა და მიიღო ის ყველაფერი, რაც მისთვის შეიძლება ნამდვილ მშობლებს მიეცათ.

ლიზელს ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა, მაგრამ სამწუხაროდ მას მხოლოდ ერთი წიგნი ჰქონდა. წიგნი, რომელიც მან მესაფლავისგან მოიპარა...

3. მარკ ლევი - „სად ხარ?“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

ფილიპი და სიუზენი ბავშვობიდან მიეჩვიეს ერთმანეთს. თითქოს წინ მშვენიერი ცხოვრება ელოდათ. მაგრამ მშობლების სიკვდილი აიძულებს სიუზენს ახლებურად შეხედოს სამყაროს: მას ესმის, რომ მისთვის საკმარისი არ არის უბრალო ოჯახური კეთილდღეობა საყვარელი ადამიანის გვერდით, მისი მიზანია - დაეხმაროს მათ, ვისაც უბედურება დაატყდა თავს.

ის მიატოვებს ყველაფერს და გაემგზავრება მშობლიური ქვეყნიდან, უდარდელ ცხოვრებას ომებსა და ბუნების კატაკლიზმებს არჩევს.

4. მადლენ ლენგლი - „დროის ნაპრალი“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

ეს იყო ბნელი და მშფოთვარე ღამე. მურის ოჯახში მოვიდნენ უცნაური სტუმრები. ისინი ჩაითრევენ მეგს, მის ძმას ჩარლზსა და მათ მეგობარ კელვინს ძალიან უცნაურ თავგადასავალში.

იმისათვის რომ გადაარჩინოს ძმა, მეგმა უნდა დაუმტკიცოს უცხო და მტრულ ძალას, რომ მას ნამდვილად უყვარს ის. მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა სწორად გამოხატო სიყვარული.

5. ერიხ მარია რემარკი - „ნასესხები სიცოცხლე“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

სიცოცხლე, როდესაც არაფერი არ გენანება, იმიტომ რომ დასაკარგი უკვე აღარაფერია. ეს არის სიყვარული განწირულების ზღვარზე.

ეს არის ფუფუნება გაკოტრების ზღვარზე. ეს არის მხიარულება მწუხარების ზღვარზე და რისკი დაღუპვის ზღვარზე. მომავალი არ არსებობს, სიკვდილი - არა სიტყვა, არამედ რეალობაა. სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია.

6. მარჯერი უილიამსი - „ველვეტის კურდღელი“

6 წიგნი, რომლებიც თქვენს გულში საოცარ სიჩუმეს დატოვებენ

ეს წიგნი არის სათამაშო კურდღელზე, რომელიც ბიჭუნას შობაზე აჩუქეს. კურდღელი ისეთი ლამაზი არ იყო, როგორც დანარჩენი სათამაშოები, მაგრამ მას ძალიან უნდოდა რომ პატარა პატრონს ჰყვარებოდა.

უფროსი სათამაშოები ამბობდნენ, რომ თუ პატრონს საკმაოდ ძლიერად უყვარს სათამაშო, ის შეიძლება ნამდვილი გახდეს. და აი ზუსტად აქ იწყება ჯადოსნობა.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>