15 იანვარს "ამირანში", ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით, "აიდას" პრემიერა შედგება
- 10.01.2019
Event Cinema და კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ ოპერის კინოჩვენებას - "აიდა".
მთავარ როლებს ანიტა რაჭველიშვილი, ანა ნეტრებკო და ალეკსანდრ ანტონენკო ასრულებენ. რეჟისორი სონია ფრისელი გახლავთ.
პრემიერა 15 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის, საოცარი შესრულების შესახებ "ნიუ-იორკ" თაიმსიც წერს.
The New York Times ანიტა რაჭველიშვილს პლანეტის საუკეთესო მეცო სოპრანოს უწოდებს.
"ახალგაზრდა მომღერალი ოპერის სამყაროს შტურმით იპყრობს", - წერს გამოცემა. სტატიაში ანიტას შესახებ დირიჟორი რიკარდო მუტი საუბრობს.
"ყოველგვარი ეჭვის გარეშე პლანეტის ვერდის შემსრულებელი საუკეთესო მეცო-სოპრანო", - ამბობს რიკარდო მუტი.
თემები: აიდა, ანიტა რაჭველიშვილი, ოპერა