სტილი

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

როგორია თქვენთვის ქალის იდეალი 2017 წლისთვის?

ლელა ელოშვილი: 2017 წლის კოლექციაზე მუშაობისას ჩემი სურვილი იყო, კოსტიუმები ისეთ ქალს მოერგო, რომელიც ძალიან რომანტიული და ამავდროულად საკუთარ თავში დაჯერებულია, თანაც ძალიან ღია, ნათელი პიროვნებაა.

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენციები იკვეთება თქვენს 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში?

ჩემს კოლექციაში აშკარად იგრძნობა მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული თავისუფალი, დიდი ზომის (oversized) სილუეტების გავლენა — სწორედ ასეთი კონსტრუქციითაა აგებული ქურთუკები და პალტოები. Ooversize-ის სტილის კოსტიუმები 80-იანების სტილში გადაწყვეტილი ელემენტებით გავაფორმე — დიდი ჯიბეებით, თუმცა მათთან ერთად ვიქტორიანული სტილის საყელოებიც გამოვიყენე. საერთოდ, საყელოები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში: ვიქტორიანული სტილისთვის დამახასიათებელ ძალიან ნაზ, ქალურ მდგომარეობას კოლექციაში სწორედ დიდ ჯიბეები, საყურეები და სათვალეები ანეიტრალებს.

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის?

როგორც გითხარით, ანალოგიური — დიდი ზომის კონსტრუქციები, თუმცა უფრო უხეში ფორმები, ვიდრე ჩემს კოლექციაშია წარმოდგენილი. მოდის სფეროში დღეს ყველაზე აქტუალური და წარმატებული დემნა გვასალიაა, მთელი მსოფლიო მას აქცევს ყურადღებას, რამდენადაც პოსტ-საბჭოთა პერიოდის მოდა — დრო, რომელიც ჩვენ გაჭირვების წლებს გვახსენებს, ყველაზე ტენდენციურად აქცია. ამ სტილმა მართლაც მთელი მსოფლიოს მოდის მსოფლმხედველობაზე იმოქმედა, ის ყველა მოდის სახლმა აიტაცა.

Eloshi-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენცია არ მოგწონთ მსოფლიო ტენდენციებს შორის?

სიმართლე გითხრათ, გიგანტური მხრები და ზედმეტად დიდი ზომის კონსტრუქციები მაინც და მაინც არ მომწონს, კოსტიუმს რომ უყურებ და ვერ ხვდები, ქალს აცვია თუ კაცს, თუმცა რაღაც დეტალები მომწონს. სწორედ ასეთი უნისექსური სილუეტები იქნება აქტუალური

2017 წელს, რომ ვერ გაიგებ, კოსტიუმი ქალს აცვია თუ კაცს :)