მშობლები

რა შემთხვევაშია საჭირო გაციებული ბავშვის ექიმთან წაყვანა?

რა შემთხვევაშია საჭირო გაციებული ბავშვის ექიმთან წაყვანა?

ბავშვებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ და ხშირად ხდებიან ავად. სრულიად დასაშვებია, 1 წლამდე ასაკში რვაჯერაც კი გაცივდნენ. ამ დროს ყოველთვის ექიმთან წაყვანა საჭირო არ არის, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმს აუცილებლად უნდა მიმართო.

თუ შენი პატარა ჯერ მხოლოდ 3 თვემდე ასაკისაა და გაციების სიმპტომები შენიშნე, ექიმს დაუყოვნებლივ მიმართე. 3 თვიდან კი, შესაძლოა, ექიმთან იმისთვის წაიყვანო, რომ დარწმუნდე, სიმპტომები უბრალოდ გაციების ინდიკატორია და სანერვიულო არაფერი გაქვს.

გარდა ამისა, შენი პატარა ექიმთან აუცილებლად უნდა წაიყვანო, თუკი:

  • გაციებიდან 5 დღის შემდეგ არ გამოკეთდა;
  • 3 თვემდე ასაკში სიცხე 38 გრადუსზე მაღალი აქვს, ან - 6 თვემდე ასაკისაა და სიცხე 39 გრადუსზე მაღალი აქვს;
  • სუნთქვა უჭირს;
  • განუწყვეტლივ ახველებს;
  • ყურებს ისრესს და გაღიზიანებულია - ეს მოქმედება, შესაძლოა, ყურის ინფექციის მანიშნებელი იყოს;
  • მწვანე, ყვითელი ან ყავისფერი ნახველი ან ცხვირიდან გამონადენი შენიშნე.
რა შემთხვევაშია საჭირო გაციებული ბავშვის ექიმთან წაყვანა?

როგორ ავარიდო ბავშვი გაციებას?

თუ გსურს, რომ შენი პატარა ჯანმრთელი იყოს, გაითვალისწინე, რომ ძუძუთი კვება აუცილებელია. ამ დროს ბავშვს შენი ანტისხეულები და სისხლში არსებული ნივთიერებები გადაეცემა, რომლებიც ინფექციას ებრძვის და იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ეხმარება. რა თქმა უნდა, ბავშვს გაციებისგან მხოლოდ ძუძუთი კვებით ვერ დაიცავ, თუმცა, ხელოვნურ კვებაზე გაზრდილ ბავშვებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი იმუნიტეტი ექნება.

მოარიდე ბავშვი გაციებული ადამიანების გარემოცვას. ასევე, ყველას სთხოვე, სანამ ბავშვს ხელში აიყვანენ ან მის ნივთებს შეეხებიან, ხელები კარგად დაიბანონ.

არავითარ შემთხვევაში არ მოწიო სიგარეტი იმ სახლში, სადაც ბავშვია! მწეველების ოჯახებში დაბადებული ბავშვები სტატისტიკურად ავად უფრო ხშირად ხდებიან და მათი ავადმყოფობა უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს. გაითვალისწინე, რომ ეს იმ ავტომობილში მოწევასაც ეხება, რომლითაც შენს პატარასთან ერთად გადაადგილდები.

რა შემთხვევაშია საჭირო გაციებული ბავშვის ექიმთან წაყვანა?



წყარო:&nbsp;<a href="http://wallsdesk.com" target="_blank">wallsdesk.com</a>