ვნახოთ ის ფილმები, რომელთა გმირებსაც, Vogue-ს ვერსიით, ყველა დროის ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი კოსტიუმები აცვიათ.
1. „ჯილდა“/Gilda (1946) - აქ ნახავთ არაერთ ულამაზეს კოქტეილის კაბას და მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან უკვე დიდი დრო გავიდა, ეს კაბები დღემდე ბევრი ქალის და არაერთი დიზაინერის ინსპირაციის წყაროა.
2. პარიზი, ტეხასი/ Paris, Texas (1984) - ფილმში გამოყენებული სამოსი თავბრუდამხვევია. ვინტაჟური, ამერიკული სტილი მოდას სულ სხვა კუთხით დაგანახებთ.
3. რომეო და ჯულიეტა/ Romeo + Juliet (1996) - ფილმის კოსტიუმები ნამდვილად არის შთამბეჭდავი. ის ადაპტირებულია თანამედროვეობასთან და ამავდროულად, გარკვეულწილად, ინარჩუნებს იმ ეპოქის სტილსაც, რომელშიც ტრაგედია დაიწერა.
4. მარია ანტუანეტა/Marie Antoinette (2006) - ფილმის კოსტიუმების მხატვარმა, მილენა კანონერომ, სწორედ ამ ფილმისთვის მიიღო ოსკარი. ფილმში თვალისმომჭრელად ლამაზ კოსტიუმებს ნახავთ და შეუძლებელია მოდის მოყვარულებმა მას გულგრილად შეხედონ.
5. „ქარწაღებულნი“/Gone With The Wind (1939) - ფილმის გმირების კოსტიუმებზე დიზაინერმა Water Plunkett-მა იმუშავა. ამ ფილმს ხშირად ვუბრუნდებით და ბევრჯერ ვუყურებთ სხვადასხვა მიზეზებით. ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ მისი ულამაზესი კოსტიუმებია.
6. „ჩინური კვარტალი“/Chinatown (1974) - ფილმში მოგხიბლავთ მთავარი გმირის ელეგანტური, დახვეწილი სამოსი და ამავდროულად, ყურადღებას მიიპყრობს მისი მაკიაჟი. დარწმუნდებით, რომ წითელი პომადა ქალს განსაკუთრებით მომხიბვლელ ელფერს მატებს.
7. „მხიარული სახე“/Funny Face (1957) - ყველა ფილმი, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი მონაწილეობს განსაკუთრებულია მოდისა და სტილის თვალსაზრისით, მაგრამ „მხიარული სახე“ ამ კუთხით ყველაზე გამორჩეულია. ყოველ კოსტიუმზე, რომლებიც ფილმში ოდრის აცვია, ჰუბერტ ჟივენშიმ იზრუნა.
8. Suspiria (1977) - კლასიკური ფილმი მოცეკვავის შესახებ ულამაზესი კოსტიუმებით.
9. „დღის ლამაზმანი“/Belle de Jour (1967) - ფილმში მთავარ როლს შეუდარებელი კატრინ დენევი ასრულებს. მისი გმირის კოსტიუმებზე კი, ივ სენ ლორანმა იზრუნა. ფილმი 1967 წელსაა გადაღებული, მაგრამ მასში გამოყენებული სამოსის სტილი ჩვენს დროშიც ტრენდულია.
10. „ენი ჰოლი“/Annie Hall (1977) - შეუძლებელია ვისაუბროთ ფილმებზე ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი კოსტიუმებით და არაფერი ვთქვათ „ენი ჰოლიზე“. აქ ნახავთ დასავლური სტილისთვის დამახასიათებელ ქუდებს, სათვალეს, ფეხსაცმელებს. კოსტიუმებზე რალფ ლოურენმა იზრუნა და ამ ნამუშევრით ყველაზე დასამახსოვრებელი სტილი შექმნა.
11. „ტკბილი ცხოვრება“/La Dolce Vita (1960) - თუ გინდათ ნახოთ და გაიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში იტალიური დახვეწილობა და გლამური, ამ ფილმს უნდა უყუროთ. ფილმის კოსტიუმების სტილი დღემდე ბევრი ქალისთვის მისაბაძია.
12. „უხილავი ძაფი“/Phantom Thread (2017) - კოსტიუმების დიზაინერმა მარკ ბრიჯმა ამ ფილმისთვის ითანამშრომლა სხვადასხვა მოდის სახლებთან. მათ შორის ბალენსიაგასთან, ჟივენშთან. კოლაბორაციის შედეგად კი, საბოლოო ჯამში, სასურველი შედეგი მიიღეს. ფილმის კოსტიუმები „გაიძულებთ“, რომ მას რამდენჯერმე უყუროთ.
თემები: ჩაცმულობა, ფილმები, კოსტიუმი, მსახიობები, კაბები, როლი
<a href="https://www.vogue.co.uk">https://www.vogue.co.uk</a>