მამაკაცები ქალებზე უფრო დაუდევარი მძღოლები არიან - არ ერიდებიან საჭესთან თამბაქოს მოწევას, ტელეფონზე საუბარს
- 04.05.2020
კაცებს უყვართ ქალების გაკრიტიკება, როცა საქმე მძღოლობას ეხება. პოპულარული აზრია, რომ კაცი ქალზე უკეთ მართავს ავტომობილს, თუმცა რეალური სურათი სხვაგვარია და ეს მხოლოდ გენდერული სტერეოტიპია.
ახალი ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე უფრო კარგი მძღოლები არიან.
მკვლევარებმა შეისწავლეს ავტომობილის მართვის წესის დარღვევის, საავტომობილო დანაშაულის, არასწორი მართვის სტატისტიკური მაჩვენებელი და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ქალს უკეთესი მაჩვენებელი აქვს (იგულისხმება, რომ მართვის დროს უფრო ნაკლები დარღვევა და დანაშაული მოდის ქალებზე).
კვლევის მიხედვით, ქალებს კაცებზე ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდებათ მანქანის მართვის სწავლისთვის, თუმცა ქალების მიერ ჩადენილი საავტომობილო დანაშაულების წილი კაცებთან შედარებით, გაცილებით მცირეა.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარები წერენ, რომ მამაკაცი მძღოლების გამო უფრო ხშირად ხდება ავარიები, ავტოსაგზაო შემთხვევები, ვიდრე ქალი მძღოლების.
ინგლისსა და უელსში 2017 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების 79%-ში დამნაშავეები მამაკაცი მძღოლები იყვნენ. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში 5-ჯერ მეტი მამაკაცი ჯდება, ვიდრე ქალი.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცები ქალებზე უფრო დაუდევარი მძღოლები არიან და ისინი არ ერიდებიან სახიფათო მანევრირებას, საჭესთან თამბაქოს მოწევას, ტელეფონზე საუბარს, რაც ხშირ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.
თემები: ქალები, რჩევები, მანქანა, საჭე, მძღოლი
<a href="https://www.independent.co.uk">https://www.independent.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია