სტილი

"ეშვი ქიდსი" - პირველი ქართული საბავშვო ბრენდი, სამოსის უნიკალური კოლექციით, 1 წლისაა

"ეშვი ქიდსი" - პირველი ქართული საბავშვო ბრენდი, სამოსის უნიკალური კოლექციით, 1 წლისაა

"ეშვი ქიდსი" 20 იანვარს 1 წლის ხდება. მისი დამფუძნებელი თათუნა სვანიძეა, რომელიც ასევე მსოფლიოში ცნობილი სამკაულების ბრენდის - "ეშვის" თანადამფუძნებელიც გახლავთ.

"ეშვი ქიდსი" შეიქმნა იმისათვის, რომ მშობლებს შესთავაზოს სუპერ ხარისხიანი ტანსაცმელი ორგანული და ნატურალური ქსოვილით. ყველა მოდელი არის უნისექსი, მხიარული ფერებით და რაც ყველაზე მთავარია და რითაც ვამაყობთ, თითოეული მოდელი იკერება ხელით, შესაბამისად ეშვი კიდსის მოდელები არ არის მასიური წარმოების", - ამბობენ კომპანიაში.

კოლექციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ საიტზე www.eshvi-kids.com.

"ეშვი ქიდსი" გამოჩენის დღიდან დიდი პოპულარობოთ სარგებლობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. უკვე ერთი წელია პროდუქცია იყიდება www.farfetch.com-ზე.

ის პირველი ქართული საბავშო ბრენდია, რომელიც ქმნის უნიკალურ პროდუქციას ბავშვებისთვის. გარდა ამისა, იყიდება ქუვეითში, ერთ-ერთი წარმატებულ ონლაინ პლატფორმაზე - faries and clouds.

"ძალიან დიდი გეგმებით ვიწყებთ 2019 წელს, კერძოდ, უკვე 4 ყველაზე პოპულარულ საბავშო გამოფენასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ზაფხულში წარვსდებით შემდეგ გამოფენებზე სპეციალურად ამ გამოფენებისთვის შემნილი კოლექციებით.

Playtime - Paris
Kindermode Nord - Hamburg
Pitti Bimbo - Florence
Supreme Kids - Munchen

ეშვი კიდსის მიზანია, შეინარჩუნოს ხარისხი და მოიპოვოს მოწონება მშობლებში, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია", - ამბობენ "ეშვი ქიდსის" წარმომადგენლები.