სტილი

Mariam Gvasalia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Mariam Gvasalia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

Mariam Gvasalia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

როგორია თქვენთვის ქალის იდეალი 2017 წლისთვის?

მარიამ გვასალია: ქალის კონკრეტული იდეალი ჩემთვის არ არსებობს, ჩემი ხედვა ყოველ წელს ახალი და განსხვავებულია. თუმცა იმის თქმა შემიძლია, რომ არ მიყვარს მომენტი, როდესაც ადამიანები გარკვეული დოგმების გავლენის ქვეშ ექცევიან და ყველა ერთმანეთს ემსგავსება.

რა ტენდენციები იკვეთება თქვენს 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში?

როგორც ყოველთვის, კოლექციაში ბევრი ფერი გამოვიყენე, მეტალის ეფექტის ქსოვილებთან ერთად, ზოგიერთ ქსოვილზე კი პრინტები დავიტანე. საბოლოო ჯამში, შეძლება ითქვას, კოლექცია კალსიკური და ექსტრავაგანტური სტილების ნაზავს წარმოადგენს.

Mariam Gvasalia-ს მოდის სახლის 2017 წლის ტენდენციები

რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის და რა მოგწონთ და რა — არა მათ შორის?

მომწონს ფერები, რომლებიც წელს განსაკუთრებულად ტენდენციურია — ჩანთებთან და ფეხსაცმელებთან ერთად; თუმცა ხშირ შემთხვევაში არ ზოგიერთი მომწონს სილუეტი — ზედმეტად დიდი ზომის მოსაცმელებს და ძალიან განიერ მხრებს ვგულისხმობ. ამ სილუეტების დამსახურებით ქალი ზედმეტად უხეში და მამაკაცური გახდა.