LIFE

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

ადამიანებს სჩვევიათ საყვარელ ცხოველებთან, მცენარეებთან და მანქანებთან საუბარი. საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ ადამიანებს სხვაგვარად უყურებს და უცნაურებად თვლის.

ზოგიერთს, შესაძლოა, მსგავსი საქციელი აშინებდეს კიდეც. სოციუმში არსებული ნორმები ხშირად გვკარნახობენ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ უსულო, თუ სულიერ საგნებს და თუ ამ ნორმებს დავარღვევთ, შეიძლება ჩათვალონ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს.

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ საქმე არ გვაქვს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, თუ საგნებს, ან ცხოველებს ვაადამიანურებთ, ეს ჩვენს ინტელექტზე მეტყველებს. ყოველივეს ანთროპომორფულ დამოკიდებულებას უწოდებენ, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს უსულო საგნების, მცენარეების, თუ ცხოველების მიმართ.

„ანთროპომორფიზმს ისტორიულად ბავშვურობის და ფსიქიკური პრობლემების ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი უნიკალური და ძალიან ჭკვიანია, რაც კვლევამ დაადასტურა“, - ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლას ეპლი.

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

მისივე თქმით, როცა ცხოველებს, ან საგნებს ადამიანურ თვისებებს მივაწერთ და მათ მსგავსად ვექცევით, ეს ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენაა.

მაგალითად, ჩვენ ხშირად ვარქმევთ სახელებს საგნებს, მანქანას, ინსტრუმენტებს, კამერას, ნივთებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს და რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, რომლებიც ჩვენს იდენტობას გამოხატავენ.

უფრო მეტიც, მათ ვესაუბრებით ადამიანების მსგავსად. მაგალითად, როცა ავტომობილს პრობლემა აქვს, მივმართავთ კითხვით, თუ რატომ არ იქოქება. ჩვენი გონება საყვარელი ცხოველებისა და საგნების გაადამიანურებას ახდენს.

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

ანთროპომორფიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა საგნებისთვის ადამიანების სახელების დარქმევაა.

მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ საგნებსა და ცხოველებს ვაადამიანურებთ, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ხოლო თუ არ გვიყვარს და არ მოგვწონს, მაშინ ასე არ ვიქცევით.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ რაც უფრო მოგვწონს რაიმე, რაც უფრო მჭიდრო დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ ნივთთან, ან ცხოველთან, ჩვენი გონება მით უფრო მჭიდროდ უკავშირდება მათ და გონება მათ ავტომატურად აადამიანურებს.

თუ ცხოველებს, მცენარეებს და მანქანებს ესაუბრებით, თქვენ ინტელექტუალი ხართ - მეცნიერების დასკვნა

ამიტომაც, თუ საყვარელ ცხოველებს, ნივთებს ესაუბრებით, მათ ადამიანების სახელებს არქმევთ, ეს ნუ შეგაშინებთ, უჩვეულო და უცნაური ამაში არაფერია. იცოდეთ, რომ ეს განსაკუთრებული ინტელექტის და გონიერების ნიშანია.



<a href="https://qz.com/">https://qz.com/</a>