სტილი

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

ყოველ წელს განსხვავებული ტენდენციებია მოდაში და ყოველთვის არის ისეთი რაღაცები ტრენდული, რაც ერთი შეხედვით ძალიან უჩეულო და ამავდროულად ულამაზოა. მოდის კრიტიკოსები გამოარჩევენ 2019 წლის 10 ყველაზე საშინელ ტრენდს:

1. ასიმეტრიული ჯინსი - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შარვლების ერთი მხარე ვიწრო, ე.წ. სქინია, ხოლო მეორე „შლაქსი“. ასეთი ჯინსი სილუეტს სილამაზეს აკარგვინებს და სხეულს ასიმეტრიულ ელფერს აძლევს.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

2. საცურაო კოსტიუმი - ასეთი სტილის საცურაო კოსტიუმები 2019 წლის მთავარი ტენდენცია იქნება, თუმცა მოდის კრიტიკოსებმა ის ერთ-ერთ ყველაზე ულამაზო საცურაო კოსტიუმად მიიჩნიეს, რომელიც სხეულს მომხიბვლელობას აკარგვინებს.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

3. ფეხსაცმელი, რომლის ინსპირაციის წყაროც თხის ჩლიქები გახდა - დააკვირდით ფეხსაცმლის წინა მხარეს. დიზაინერები 2019 წელს ასეთ უჩვეულო ფეხსაცმელებს გვთავაზობენ, თუმცა ის უკვე მიიჩნიეს 2019 წლის ყველაზე უშნო ტენდენციად.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

4. ნახევარი ჟაკეტი, ან ნახევარი პიჯაკი - 2019 წელს მოდაშია სამოსი, რომლის ერთი მხარეც ჟაკეტი, ან პიჯაკია, ხოლო მეორე მხარე მოშიშვლებული, ან რაიმე სხვა სტილი. მოემზადეთ, თუ თანამედროვე ტენდენციებს გაითვალისწინებთ, მარჯვენა მხარე შეიძლება გაგეყინოთ, ხოლო მარცხნივ სიცხემ შეგაწუხოთ. ასეთი სტილი კრიტიკოსებმა ყველაზე ულამაზო ტენდენციად მიიჩნიეს.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

5. დაბალწელიანი ჯინსები მოდას დაუბრუნდა - დაბალწელიანი ჯინსის შარვლები წლების წინ ტრენდული იყო და ისევ უბრუნდება მოდას. თუმცა ადრეც და ახლაც ის ერთ-ერთ ყველაზე უშნო სამოსად მიიჩნევა, რომელიც სილუეტს სილამაზეს აკარგვინებს და უფრო დაბალს გაჩენთ.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

6. „ბალახის კედები“ – 2019 წელს დიზაინერები უჩვეულო კედებს გვთავაზობენ. ეს არის კედები ბალახის ეფექტით.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

7. ველოსიპედის შორტები მაღალყელიან ჩექმაზე, ან კლასიკურ სამოსზე - ამ შორტების ტრენდად ქცევა ბელა ჰადიდს უკავშირდება. ბელას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და 2019 წელს ის მთავარი ტენდენციაა, თუმცა ამ სპორტულ მოკლე შარვალს კლასიკურ სამოსთან იცვამენ, რაც მოდის კრიტიკოსების აზრით, არც ისე ლამაზია.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

8. ძალიან დიდი ზომის საზაფხულო ქუდი - ამ ქუდებს ქოლგასაც ადარებენ.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

9. ჯინსები უკუღმა - 2019 წელს მოდაშია სამოსი ასეთი ეფექტით - თითქოს უკუღმა გვაცვია.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება

10. 90-იანი წლებით ინსპირირებული აქესესუარები - შეგიძლიათ მოძებნოთ დედების ძველი სამკაულები, რადგანაც ისინი მოდას უბრუნდება, თუმცა მოდის კრიტიკოსები მსგავს სამკაულს არც ისე შთამბეჭდავად მიიჩნევენ.

2019 წლის 10 ყველაზე უშნო ტრენდი - მოდის კრიტიკოსების შეფასება



<a href="https://www.mamamia.com.au">https://www.mamamia.com.au</a>