ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე ცუდი რაღაცები ხდება და ნეგატივთან გასამკლავებლად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. შესაძლოა, დაკარგეთ სამსახური, მატერიალური პრობლემები შეგექმნათ, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულდათ, დაშორების გადაწყვეტილება მიიღეთ, ახლა კი, გულგატეხილი ხართ და ეჭვი გეპარებათ, რომ ოდესმე ნამდვილ სიყვარულს იპოვნით.

ცხოვრება ძალიან ბევრ მიზეზს გვაძლევს იმისთვის, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგვეპაროს, აღარ ვენდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს. რეალურად კი, სწორედ მაშინ რთულდება ყველაფერი და სწორედ მაშინ ხდება პრობლემები მოუგვარებელი, როცა თვითშეფასების ხარისხი ეცემა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ცხოვრების ასეთ პერიოდში თვითრწმენის განმტკიცების ერთ-ერთი კარგი მეთოდია მოტივაციის მიმცემი ფილმის ნახვა, წიგნის, ან სულაც პატარა ფრაზების წაკითხვა.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თვითშეფასების ასამაღლებად და მოტივაციისთვის ხშირად გავიმეოროთ ქვემოთ მოცემული ფრაზები.

1. არაფერს და არავის შეუძლია საკუთარი თავის რწმენა დამაკარგინოს - თუ სხვებს მისცემთ უფლებას, რომ თავი ცუდად, უმნიშვნელო და სუსტ ადამიანად გაგრძნობინოთ, ვერასოდეს მოიკრებთ ძალას და ვერ დაიბრუნებთ თვითშეფასების მაღალ ხარიხს.

თქვენ არ გჭირდება რაიმე ნაბიჯის გადასადგმელად ვინმეს თანხმობა, რადგანაც ყველაზე უკეთ თავად იცით, თუ რა გჭირდებათ, რა გაგაბედნიერებთ. ცხოვრებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუხარდებათ თქვენი წარმატება და ეცდებიან, რომ ყველანაირად ხელი შეგიშალონ, ან მწარე სიტყვებით განწყობა გაგიფუჭონ, საერთოდ ნუ მოისმენთ ასეთების მოსაზრებებს. მტკიცედ გააგრძელეთ საკუთარი გზა.

2. მე ჩემს წარუმატებლობებზე მაღლა ვდგავარ - დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ავიწყდებათ ნამდვილი ღირებულებები და წარმატების მისაღწევად ყველაფერზე მიდიან. ზოგჯერ წარმატებისთვის სამარცხვინო რაღაცებსაც აკეთებენ, რადგანაც მათ ღირებულებები არ გააჩნიათ.

თუ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ ყველაფერზე არ წახვედით და შეინარჩუნეთ ღირებულებები, არ იდარდოთ. თქვენ დიდი ადამიანი ხართ და ცხოვრება აუცილებლად მოგცემთ არაერთ წარმატების მომტან შესაძლებლობას.

3. ვენდობი ჩემს გულს, ვენდობი ინტუიციას დავიცი, რომელია სწორი გზა - გახსოვდეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანის გაკეთების დროს და თავად უნდა გადაწყვიტოთ რა გინდათ. მოუსმინეთ გულს და ინტუიციას. არ გააკეთოთ ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს თქვენგან. იყავი ის ვინც ხარ, გჯეროდეს შენი თავის და აუცილებლად მიიღებ სასურველს.

4. გავაანალიზე წარსული და ვიცი, რა მინდა მომავალში - წარსული შეცდომები, წარუმატებლობა მიიღეთ გაკვეთილად, გამოცდილებად, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

5. ვიცი, რომ ძალიან ახლოს ვარ ჩემს მიზნებთან - ბევრი ადამიანი სწორედ მაშინ ნებდება, როცა მიზანთან ახლოს არის. წარუმატებლობის მიუხედავად, თქვენ დროთა განმავლობაში მაინც უახლოვდებით მიზანს. მთავარია, არ დანდებდეთ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ.

6. საკუთარ თავს არავის ვადარებ - ყველას თავისი ცხოვრება, განსხვავებული მიზნები და ინტერესები აქვს. ნურავის შეადარებთ საკუთარ თავს. ასეთი ქმედება ყველაზე უფრო სწრაფად კლავს ადამიანის თვითშფასებას. დარჩი შენს ჩარჩოში, გაანალიზე რა არის შენი მთავარი მიზანი და მიჰყევი გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიგიყვანს.

7. მე არ ვცდილობ ვიყო სრულყოფილი, ვიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვარ - ადამიანები სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით და როცა რაღაც ისე არ გამოგვდის, როგორც გვსურდა, ეს დეპრესიის მიზეზი ხდება და საკუთარი თვითრწმენა გვიქრება. ამიტომაც, ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს სრულყოფილებას და მიიღეთ ის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით ბედნიერებას და მიაღწევთ წარმატებას.