სილამაზე

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვალენტინობა მოახლოვდა. 14 თებერვალი ის დღეა, როცა ვცდილობთ საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით გავახაროთ. საჩუქრების შერჩევა არ არის მარტივი საქმე, ამიტომაც Trend.ge დაგეხმარებათ და გირჩევთ, როგორი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ საყვარელ ქალს ვალენტინობისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. ვერძი - ვერძი ქალები გიჟდებიან სახის მოვლის საშუალებებზე. მათ ისე ვერაფრით გაახარებთ, როგორც კანის მოვლის ხარისხიანი საშუალებით. ამიტომ, გირჩევთ აჩუქოთ CLARINS-ის სახის დამატენიანებელი, რომელიც მაქსიმალურად ატენიანებს, აჯანსაღებს და უზრუნველყოფს კანის ლიპიდური შრის დაცვას.  "ლუტეციაში" ამ პროდუქტს 159 ლარად შეიძენთ.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

2. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალის გული თუ გინდათ მოიგოთ, მას სუნამო უნდა აჩუქოთ. Azzaro-ს Mademoiselle L'Eau Très Belle -ს "ლუტეციაში" 106 ლარად შეიძენთ და საყვარელ ქალს გაახარებთ. ამ სუნამოზე ამბობენ, რომ თანამედროვე ფრანგი ქალის სამყაროა, რომლის არომატშიც ფრანგული მოდა, გრაციოზულობა და დახვეწილობა იგრძნობა.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. ტყუპები - თუ თქვენი საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, ის ყველაზე პრეტენზიული ადამიანია სამყაროში და დიდი თავსატეხია მისთვის საჩუქრის შერჩევა, თუმცა Trend.ge და "ლუტეცია" საქმეს გაგიმარტივებთ და გეტყვით, რომ მას ყველაზე მეტად წამწამების ტუშით გაახარებთ. გირჩევთ, უყიდოთ ARTDECO-ს ტუში - All In One Mascara.  ის წამწამებს მაქსიმალურ სიგრძეს და მოცულობას აძლევს და "ლუტეციაში" ეს კოსმეტიკური საშუალება 30 ლარი ღირს. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. კირჩხიბი - ამ ქალებს ყველაზე მეტად ტანის მოვლის საშუალებები უყვართ. ამიტომაც შეგირჩიეთ ELIZABETH ARDEN-ის ტანის დამატენიანებელი კრემი - Green Tea Bamboo Honey Drops. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.კრემს "ლუტეციაში" 59 ლარად იყიდით. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. ლომი - ის მეფეა და საჩუქარიც შესაბამისი სჭირდება. თუ გსურთ, ლომი ქალი გაახაროთ, სჯობს, სასაჩუქრე ნაკრები უყიდოთ. მაგალითად, "ლუტეცია" წარმოგიდგენთ სასაჩუქრე ნაკრებს LANCOME-ისგან. კომპლექტის ღირებულება 108 ლარია. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს უყვართ ტუჩსაცხები, თუმცა უდიდეს ყურადღებას აქცევენ ხარისხს. ამიტომაც, თუ მისი გულის მოგება გსურთ, რაიმე ბრენდული უნდა უყიდოთ. Trend.ge გირჩევთ, "ლუტეციაში" შეიძინოთ ESTEE LAUDER-ის ტუჩსაცხი Pure Color Love. მას სიყვარულის პომადასაც უწოდებენ. პროდუქცტის ფასი 84 ლარია. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

7. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალი განსაკუთრებით უვლის და უფრთხილდება თმას. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ საჩუქრად თმის მოვლის საშუალება შეურჩიოთ. მაგალითად, DIEGO DALLA PALMA-ს COLORMANIA - COLOR MASK 5. "ლუტეციაში" ამ პროდუქტს 50 ლარად იყიდით. ნიღაბი თმას აბრეშუმივით რბილს, ხარისხიანს და ჯანსაღს ხდის (ნიღაბი წარმოდგენილია 6 ფერში).

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. მორიელი - მორიელ ქალს დეკორატიული კოსმეტიკით გაახარებთ. გირჩევთ, აჩუქოთ ESTEE LAUDER-ის BRONZE GODDESS POWDER. ეს არის პუდრი ბრონზინგი, რომელსაც აქვს იდეალური ფერი სახის, მხრებისა და დეკოლტესთვის. პროდუქტის შეძენა "ლუტეციაში" შეგიძლიათ და ის 177 ლარი ღირს.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

9. მშვილდოსანი - თუ მშვილდოსანი ქალის გული გინდათ მოიგოთ, ბევრს ნუ იფიქრებთ, აჩუქეთ მას სუნამო. არჩევანი შეაჩერეთ AGENT PROVOCATEUR-ის Aphrodisiaque-ზე. ეს არის ყველაზე სექსუალური, მიმზიდველი, თამამი და მაცდური სურნელი. "ლუტეციაში" მისი ფასი 150 ლარია.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

10. თხის რქა - თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალის გახარება გსურთ, აჩუქეთ მას Estee Lauder-ის ლეგენდარული ტონალური, Double wear, რომელიც უკვე წლებია ლიდერია ტონალურ საშუალებებში მსოფლიოში. მას "ლუტეციაში" 164 ლარად შეიძენთ.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მერწყული - აჩუქეთ მერწყულ ქალს თვალის ჩრდილი და მისი გული სამუდამოდ თქვენი იქნება. გირჩევთ, შეიძინოთ Makeupstudio matt eyeshadows Diego Dalla Palma. მისი ფასი "ლუტეციაში" 36 ლარია.

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. თევზები - თევზი ქალები გიჟდებიან სასიამოვნო არომატებზე. თუ გინდათ, რომ ვალენტინობას მასზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაშინ გირჩევთ, MAP OF THE HEART-ის, გულის ფორმის Red Heart v.3 აჩუქოთ. ეს განსაკუთრებული საჩუქარია განსაკუთრებული ქალისთვის. სუნამოს ყიდვა "ლუტეციაში" შეგიძლიათ. მისი ფასი 460 ლარია. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ქალს ვალენტინობას - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით