რა ტენდენციები იკვეთება თქვენს 2017 წლის საგაზაფხულო კოლექციაში?
დიანა კვარიანი: 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში 2 ძირითადი ხაზია გამოყენებული: military — სამხედრო სტილის მოტივები და sport-ი — სპორტული მოტივები.
რა ტენდენციები იკვეთება ზოგადად გლობალური მოდის სფეროში 2017 წლისთვის და რა მოგწონთ და რა — არა მათ შორის?
მსოფლიო მოდის მთავარი ტენდენცია, რომელიც მე მომწონს ისა, რომ ყოველდღიური ჩაცმულობა საინტერესო გახდა. სპორტული და კლასიკური სტილი, ქალის და მამაკაცის თარგები, ჭრელი და სადა — ყველაფრის შერევა დასაშვებია, შედეგად ინდივიდუალური სტილი იქმნება. მოდა მეტად თავისუფალი გახდა.
არ მომწონს ზედმეტად დიდი კონსტრუქციების ტენდენცია — ადამიანს რომ შეხედავ და იფიქრებ, თითქოს მაგალითად 5 ზომით დიდი ქურთუკი აცვია. მიმაჩნია, რომ ეს ქალს საერთოდ არ უხდება.
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, 2017 წლის ტენდენციები, ქართული მოდის სახლების ტენდენციები, ტენდენციები ქართული მოდის სახლებისგან, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, Diana Kvariani
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია