10 საკვები, რომლებსაც ყოველ დღე მივირთმევთ, თუმცა მავნებელია და ნელ-ნელა გვკლავს
- 21.02.2019
იცით, რომ არის საჭმელები, რომლებსაც ყოველ დღე მივირთმევთ, მაგრამ ისინი იმდენად მავნებელია, რომ ნელ-ნელა გვკლავს? ვნახოთ ყველაზე მავნებელი საკვების ჩამონათვალი. ექსპერტები მათი რაციონიდან ამოღებას გვირჩევენ.
1. ტომატი - დაკონსერვებული პომიდვრის სოუსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საკვებია ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს ჭარბწონიანობის, ასევე დიაბეტის გაჩენის რისკს. იწვევს გულის დაავადებებს და კბილების პრობლემებს. ყოველივეს რომ თავი აარიდოთ, გამოიყენეთ ახალი პომიდვრის სოუსი, რომელიც შეგიძლიათ საკუთარი ხელით მოამზადოთ.
2. გაზიანი სასმელები - გაზიანი სასმელები ადამიანის ჯანმრთელობის ყველაზე საშიში მტერია. უარყოფითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, სისხლში შაქრის დონეზე, ჰორმონებზე და ასევე განწყობაზე. უმჯობესია შეიძინოთ ბლენდერი და ნატურალური, ჯანსაღი, სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი წვენი სახლში თავად მოიმზადოთ.
3. შაქარი - ტკბილეული ყველას გვიყვარს, მაგრამ რეალურად, ყველაზე სახიფათო პროდუქტები, სწორედ ტკბილეული, შაქრის მაღალი შემცველობის საკვებია. ის ზრდის ორგანიზმში გლუკოზის ხარისხს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ჭარბწონიანობას. სპეციალისტები შაქრის ნაცვლად თაფლის გამოიყენებას გირჩევენ.
4. დამუშავებული, შებოლილი ხორცი - სოსისები, შაშხი, ძეხვეული სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და სჯობს თუ საერთოდ ამოიღებთ კვების რაციონიდან. ეს საკვები იწვევს სიმსივნეს, გულის დაავადებებს, დიაბეტს. ბავშვებში აფერხებს სწავლისა და ათვისების უნარს.
5. ზეთი - მის გარეშე ფაქტობრივად არც ერთ კერძს არ ვამზადებთ, თუმცა რეალურად, ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. იწვევს გულის დაავადებას, ჭარბწონიანობას, სიმსივნეს, ასევე ალცჰეიმერს. უმჯობესია, თუ გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს, ავოკადოს ზეთს, ან ქოქოსის ზეთს.
6. მარგარინი - კიდევ ერთი არაჯანსაღი პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და აუცილებლად უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ის ქიმიური და არაჯანსაღი ნაერთებისგანაა დამზადებული. იწვევს წონაში მომატებას, აფერხებს სისხლის მიმოქცევას, პრობლემებს უქმნის გულის ჯანსაღად მუშაობას. გემატებათ ქოლესტერინის დონე.
7. „ჰოთ დოგი“ - ეს საკვები ადამიანების უმეტესობას ძალიან გვიყვარს, მაგრამ რეალურად მისი მირთმევით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს ვუქმნით. იგივე შედეგი მოაქვს, რაც შებოლილი ხორცის, ან ძეხვეულის მირთმევას. მედიკოსები ამბობენ, რომ ერთი ცალი ჰოთ დოგის მირთმევა ისეთივე სახიფათოა ორგანიზმისთვის, როგორც ერთი ღერი სიგარეტის მოწევა.
8. „ჩიფსები“ - ეს განსაკუთრებით სახიფათო საკვებია, რომელიც შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას აკრილამიდს. მისი მირთმევის შედეგად ორგანიზმში იზრდება სიმსივნის გაჩენის შანსი. ამიტომაც ექსპერტები გირჩევენ, რომ მსგავსი საკვები არ მიირთვათ და კარტოფილი სახლის პირობებში შეწვათ და ისე ჭამოთ.
9. სალათებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სოუსები - მსგავსი პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფერის მიმცემ ქიმიურ დანამატებს, რაც სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ სახლში მომზადებული ძმრით, ლიმონის წვენით. ამის საშუალებით უფრო ჯანსაღი კვების რაციონი გექნებათ.
10. ხელოვნური დამატკბობლები - ზოგს ჰგონია, რომ მსგავსი პროდუქტი შაქარს სჯობს სიჯანსაღის კუთხით, მაგრამ ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დაბალკალორიულია, მაინც ზრდის დიაბეტის გაჩენის ალბათობას, ზრდის სისხლის წნევას, გულის დაავადების გაჩენის რისკს და ის აუცილებლად უნდა ამოიღოთ რაციონიდან.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, წონაში დაკლება
<a href="https://healthyandpretty.com">https://healthyandpretty.com</a>