ჰოროსკოპი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

 

მე-12 ადგილი - მორიელი

BO-1 1483450092.gif

მორიელი არ ღალატობს იმიტომ კი არა, რომ ის ასეთი კეთილშობილია, უბრალოდ ვერ ხედავს აზრს ეძებოს ახალი მსხვერპლი, როცა ძველი ჯერ კიდევ ფართხალებს.

მე-11 ადგილი - თხის რქა

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები


თხის რქა არ ღალატობს, იმიტომ რომ ვერ იგებს, რა აზრი აქვს გარისკოს იმ ყველაფრით, რაც მძიმე შრომით შეიძინა, და დახარჯოს უამრავი ენერგია, რომ შედეგად მიიღოს სექსი?

მე-10 ადგილი - კურო

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები


კუროს ყველაფერი კარგად და სტაბილურად აქვს, სავსე სახლი, უქმეებზე აგარაკი - და ყველაფერი ეს დაკარგოს რაღაც არასერიოზული რომანის გამო? ეშმაკსაც წაუღია!

მე-9 ადგილი - მერწყული

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

თუ მერწყულს რაღაც არ აწყობს - ის შორდება. იმიტომ რომ თვლის, ღალატი არაკეთილშობილური საქციელია.

მე-8 ადგილი - სასწორი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

სასწორები არასოდეს არ ღალატობენ სპონტანურად. მათ უნდა ყველაფერი აწონ-დაწონონ და გადაწყვიტონ, შეუძლიათ თუ არა ამის გაკეთება. და სანამ ისინი ფიქრობენ - მორჩა, მატარებელი წავიდა.

მე- 7 ადგილი - ქალწული

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ზოგიერთი ქალწული ღალატობს, ზოგიერთი - არა. პრინციპში ეს სრულიად არ არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომქალწულსერთდროულად თუნდაც 5 სექსუალური პარტნიორიც რომ ჰყავდეს: 1) ამას ვერავინ ვერ გაიგებს; 2) თუ ვინმემ მაინც გაიგო - ქალწული გამოძვრება.

მე-6 ადგილი - თევზები

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

თევზები ყოველ დღეღალატობენ საკუთარ პარტნიორს, ხანდახან დღეში სამჯერაც. მაგრამ, მართალია, მხოლოდ საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებში. რაც შეეხება ნამდვილ ფიზიკურ ღალატს, თევზები ღალატობენ მხოლოდ და მხოლოდ დიდი სიყვარულის გამო.

მე-5 ადგილი - ლომი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ლომები არ ღალატობენ მანამ, სანამ ყველაფერი აწყობთ. ანუ სანამ მათ აქებენ და ადიდებენ. პრობლემა იმაშია, რომ არ შეიძლება აღფრთოვანების გრადუსის აწევა ლომებისთვის მუდმივად, და ადრე თუ გვიან, ლომი გადაწყვეტს, რომ ორი თაყვანისმცემელი ბევრად უკეთესია ერთზე.

მე-4 ადგილი - ტყუპები

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპები არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ერთგულებას, იმიტომ რომ მათი ცხოვრების მთავარი წესია - „ეშმაკსაც წაუღია ყველა წესი!“ ტყუპებს თითქმის არასოდეს არ ჰყავთ მუდმივი საყვარლები, ვინაიდან არამუდმივობა - მათი მეორე სახელია.

მე-3 ადგილი - კირჩხიბი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ლიდერების სამეულს აგვირგვინებენ რომანტიკული და ძალიან მეოჯახე კირჩხიბები, რომლებიც ასევე მშვიდად და რომანტიკულად ღალატობენ. ალბათ მასე ისინი აღადგენენ წონასწორობას სამყაროში: კირჩხიბებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ რაღაც ნაკლოვანებები!

მე-2 ადგილი - ვერძი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

ვერძებს უბრალოდ საუკეთესო კი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ იდეალი. პრობლემა იმაშია, რომ თუ იპოვის იდეალს და დიდხანს უყურებ მას, შეიძლება უამრავი ნაკლი მოუძებნოს. და მორჩა! დაიწყებსთავიდან!

1-ლი ადგილი - მშვილდოსანი

ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

აი, ის, ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანია! იცით, რატომ ქორწინდებიან მშვილდოსნები 5-6-ჯერ და კიდევ მეტი? არა, არა იმიტომ, რომ მეუღლეები ვერ უძლებენ მათ ღალატს, არამედ იმიტომ, რომ მშვილდოსნებს სწყინდებათ მთელი ცხოვრება უღალატონ ერთი და იგივე ადამიანს.



<a href="http://www.cosmo.ru/horoscope/weekly_main/samyy-nevernyy-znak-zodiaka-kto-on/">http://www.cosmo.ru</a>