თანამედროვე კვების სამყარო იუწყება, რომ შეიძლება მიიღო იმაზე ნაკლები ენერგია, ვიდრე საკვების მონელებაში ხარჯავ. ანუ შეგიძლია, იკვებო დაბალი კვებითი ღირებულებების მქონე პროდუქტით. ცოტა გაუგებრად და წარმოუდგენლადაც კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მართლაც არსებობს რამდენიმე სახის საკვები, რომელთა კვებითი ღირებულება ძალიან დაბალია.
მათი გამოყენება შეგიძლიათ დაბალკალორიული დიეტისთვის:
1. ნიახური – ნიახური, წყლისა და საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველობის წყალობით, სიაში პირველ ადგილს იკავებს. გარდა ამისა, ნიახური ცნობილია იმითაც, რომ დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ამცირებს კიბოს რისკს მასში შემავალი ლუტეოლინების უდიდესი რაოდენობის წყალობით. 100 გრამ ნიახურში 16 კალორიაა.
2. ფორთოხალი – ის მხოლოდ C ვიტამინის მაღალი შემცველობით არ არის მდიდარი. სხვა ხილთან შედარებით, ფორთოხალს დაბალი კვებითი ღირებულებაც აქვს. კვლევები ადასტურებს, რომ ფორთოხალი ამცირებს გენეტიკური დაავადებების რისკს და აძლიერებს იმუნოსისტემას. 100 გრამი ფორთოხალი 47 კალორიას შეიცავს.
3. კომბოსტო – კომბოსტო მდიდარია საკვები ბოჭკოთი, C ვიტამინითა და კალიუმით. გარდა ამისა, ქალებში მინიმუმამდე დაჰყავს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი, მამაკაცებში კი – პროსტატის კიბოსი. 100 გრამი კომბოსტო 25 კალორიას შეიცავს.
4. სატაცური – უზრუნველყოფს B ჯგუფის ვიტამინების წარმოქმნას, ასევე, მდიდარია ფოლიუმის მჟავის შემცველობით, რაც გულისა და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ის ძალიან დაბალკალორიულია და შეგიძლიათ იმ რაოდენობით მიირთვათ, რა რაოდენობითაც გსურთ. 100 გრამი სატაცური 20 კალორიას შეიცავს.
5. ჭარხალი – ცნობილია, როგორც რკინის მაღალი შემცველობის მქონე ბოსტნეული. ასევე, შეიცავს ანტიოქსიდანტებსაც. რაც ყველაზე მთავარია, იჭმევა ცოცხლად, მოხარშულიც და შემწვარიც. 100 გრამი ჭარხალი შეიცავს 43 კალორიას.
6. კიტრი – მასში იმდენად დიდი რაოდენობითაა წყალი, რომ ამ სიაში მისი არსებობა არც უნდა გაგვიკვირდეს. შესანიშნავი დანამატია სალათებისთვის, შეუცვლელია აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანებისთვისაც, ვინაიდან ორგანიზმში ინარჩუნებს წყლის ნორმალურ მდგომარეობას. ასევე, ათავისუფლებს მას ტოქსინებისგან და უზრუნველყოფს კანში მინერალების წარმოქმნას. 100 გრამი კიტრი 16 კალორიას შეიცავს.
7. ლიმონი – ლიმონი ნებისმიერ საკვებში საუკეთესო დანამატია. ის ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს და უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან და ამასთანავე, წონის შენარჩუნების ჯანსაღი საშუალებაა. 100 გრამი ლიმონი 29 კალორიას შეიცავს.
8. ყვავილოვანი კომბოსტო – ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო საკვები და გარდა ამისა, არაჩვეულებრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე – აუმჯობესებს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას, ასევე საკვების მონელების ფუნქციას. 100 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო 25 კალორიას შეიცავს.
9. საზამთრო – ის მხოლოდ გემრიელი ხილი არ არის, შეიცავს დიდი რაოდენობით წყალსა და ძალიან ცოტა კალორიას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. 100 გრამი საზამთრო 30 კალორიას შეიცავს.
10. ხუჭუჭა კომბოსტო – კომბოსტოს ეს სახეობა საუკეთესო საკვებია დიეტების დროს, რადგან უზრუნველყოფს კანისა და მთლიანად ორგანიზმის სიჯანსაღეს. ხუჭუჭა კომბოსტო შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს და K ვიტამინს. მის სასარგებლო თვისებებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. 100 გრამი ხუჭუჭა კომბოსტო 49 კალორიას შეიცავს.
თუ წონაში დაკლება გსურს, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილი სწორი კვებაა. მიირთვი ჩვენ მიერ შემოთავაზებული დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები პროდუქტები და სასურველ წონასთან ერთად დაუბრუნე სხეულს სიჯანსაღეც.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, საკვები, კალორიები, საზამთრო, კომბოსტო, ლიმონი, ფორთოხალი, კიტრი, სატაცური, ჭარხალი, ნიახური
<a href="http://www.stumbleupon.com/su/2YEkXd/healthyhints.com.au/20-zero-calorie-foods-that-can-help-you-maintain-a-healthy-weight/?ref_src=fb">http://www.stumbleupon.com</a>