LIFE

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაინიშნენ. წყვილმა გულშემატკივრებს ახალი ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით შეატყობინა. ფოტოზე ჩანს, თუ როგორ უჭირავს ბეისბოლის მოთამაშეს ხელში ჯენის ხელი, რომელსაც გიგანტური ბრილიანტის თვლიანი ნიშნობის ბეჭედი ამშვენებს.

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

„მან თქვა დიახ!“ - წერს როდრიგესი ფოტოს აღწერაში.

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

ალექს როდრიგესი 43 წლისაა, ჯენიფერი კი, 49-ის. წყვილის რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო.

ალექს როდრიგესი „ინსტაგრამის“ საშუალებით ხშირად მიმართავს საყვარელ ქალს რომანტიკული სიტყვებით. „ადამიანი, რომელიც გავსებს, შთაგაგონებს და სრულყოფილებას გაგრძნობინებს“, - წერს ერთ-ერთ პოსტში ის საყვარელი ქალის შესახებ.

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

2018 წელს ჯენიფერ ლოპესმა „ჰარპერს ბაზართან“ ინტერვიუში თქვა, რომ ის ჯერ მზად არ იყო ქორწინებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

„მე მჯერა ქორწინების და მინდა დავბერდე ადამიანის გვერდით, რომელთან ურთიერთობაც მაბედნიერებს, მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ“, - ამბობდა ჯეილო და განმარტავდა - „ჩვენ კარგად ვგრძნობთ ერთად თავს, კარგად ვუგებთ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ორივე ჩვენგანზე 20 წლის ასაკიდან არის მოპყრობილი საზოგადოების ყურადღება და ეს გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა მომენტზე და ეს ორივემ შესანიშნავად ვიცით“.

ჯენიფერი ლოპესი დაინიშნა - როგორია მომღერლის მეოთხე ნიშნობის ბეჭედი?

ჯენიფერ ლოპესი აქამდე უკვე იყო სამ ქორწინებაში და ეს მეოთხე ქორწინება იქნება. ის 1997-1998 წლებში დაქორწინებული იყო კუბელ მიმტანზე, ოანი ნოაზე, 2001 წელს მოცეკვავეზე, კრის ჯუდზე დაქორწინდა. ქორწინებამ 2002 წლამდე გასტანა. ყველაზე ხანგრძლივი კი, ჯენიფერისა და ამერიკელი მომღერლის - მარკ ენტონის ქორწინება გამოდგა, რომელმაც ათ წელს გასტანა. წყვილს ორი საერთო შვილი - 11 წლის ტყუპები - ემა მარიბელი და მაქსიმილიან დევიდი ჰყავს. ისინი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ.



<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>