ყოველთვის ძალიან კარგი კანი მქონდა, არა მხოლოდ სუფთა, არამედ თვალისმომჭრელად კაშკაშა - იმდენად კარგი, რომ ხშირად ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, კანის მოვლის რომელ საშუალებებს ან რა ბრენდის მაკიაჟს ვიყენებდი. შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ლოყები ამიწითლდა. თავიდან ცივ ამინდს ვაბრალებდი და მეგონა, თავისით გამივლიდა. მაგრამ არა, ყველაფერი გაუარესდა.
ვიზიტი დერმატოლოგთან
სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენელთა კონტაქტები მოვიძიე და მივედი საუკეთესო დერმატოლოგთან, რომელმაც გამონაყარისთვის კრემი გამომიწერა და მირჩია, კანის მოვლის პროცედურები გამემარტივებინა. თავიდან მიშველა ექიმის მიერ გამოწერილმა კრემმა, თუმცა რამდენიმე კვირაში იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ბევრი ადამიანი, ვისთანაც ჩემს პრობლემაზე ვისაუბრე, სტრესს აბრალებდა, რაც ძალიან სასაცილო იყო, რადგან იმ ეტაპზე სტრესი იყო ერთადერთი რამ, რისგანაც თავს დაცულად ვგრძნობდი.
სიმართლე რძის პროდუქტების შესახებ
ერთხელშემთხვევით წავაწყდი სტატიას რძის პროდუქტების შესახებ, სადაც ეწერა, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კანს რძის პროდუქტებმა. და მაშინ ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის.ერთი წლის წინ ლატეზე ვიყავი დამოკიდებული და დილაობით საუზმეზე დიდი ჭიქით მივირთმევდი. კანის გაუარესებასთან ერთად ყოველ დილით დაღლილს მეღვიძებოდა და გამუდმებული თავის ტკივილიც მაწუხებდა.
ევრიკა!
იმ დღიდან შევწყვიტე ლატეს სმა. ერთიკვირის შემდეგ კანის მდგომარეობა მკვეთრად გამიუმჯობესდა. ჩვეულებრივი რძე სოიას რძით ჩავანაცვლე, რომელსაც ყავასა და ჩაის ვუმატებ. კვების რაციონიდან რძის პროდუქტები მთლიანად არ ამომიღია, თუმცაგავბედავ და ვიტყვი, რომ დაახლოებით ერთ თვეში სახის კანი თითქმის მთლიანად გამეწმინდა.
იმას ვერ ვიტყვი, რომ რძის პროდუქტი ყველას გამონაყარის მიზეზი შეიძლება იყოს, არც ის მგონია სწორი, კვების რაციონიდან კონკრეტული საკვების მთლიან ჯგუფს რომ იღებენ. ამიტომ აუცილებლად უნდა დაადგინო, რა შეიძლება იყოს შენი კანის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.
ექსპერტები ამბობენ:
კოსმეტოლოგი და დერმატოლოგი ტერი ლუნგი ამბობს, რომ საჭმლის აუტანლობას ნაწლავებში აალება იწვევს.
„ადამიანის იმუნური სისტემის 70%ნაწლავების მდგომარეობაზეა დამოკიდებული და როცა მათ საფრთხე ემუქრებათ, ეს სხვადასხვა ფორმით გამოისახება ადამიანის სხეულზე, ერთ-ერთია გამონაყარი“.
რძის პროდუქტი ნაწლავების პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია, რადგან მისი გადამუშავება ბევრ ადამიანს უჭირს.
„სოიასა და ნუშის რძე უკეთესი ალტერნატივაა, მაგრამ ბევრი მათ მიმართაც მგრძნობიარეა, ამიტომპრობლემის პრევენციის მიზნით საკუთარი ორგანიზმის შემოწმება აუცილებელია“.
„თუ სახლის პირობებში შეგიძლია ნუშის რძის მომზადება, შესანიშნავი გამოსავალია, რადგან ამ შემთხვევაში მას არ ექნება შაქრის ან მარილის ისეთივე მაღალი შემცველობა, როგორიც მაღაზიაში ნაყიდ პროდუქტს აქვს“.
თუ გაინტერესებს, ახდენს თუ არა რომელიმე საკვები ნეგატიურ გავლენას შენს ჯანმრთელობაზე, კერძოდ კი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე,ამისთვის სასურველია, დიეტოლოგს ესტუმრო ან სისხლის ანალიზი ჩააბარო.
„მარტივი და იაფი გზა ამის გასაგებად ის იქნება, რომ კვების რაციონიდან რამდენიმე კვირით ამოიღოთ ყველა ის პროდუქტი, რომელზეც ეჭვი გაქვს, შემდეგ ნელ-ნელა, ყოველკვირა სათითაოდ დააბრუნო ისინი“.
თემები: სწორი კვება, პროდუქტები, ჯანმრთელობა, საკვები
<a href="http://www.cosmopolitan.com/style-beauty/beauty/a50712/adult-acne-treatment-dairy/">http://www.cosmopolitan.com</a>