4 წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მოტივირებულები იყოთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ
- 08.04.2019
როდესაც უორენ ბაფეტს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი წარმატებისა და სიმდიდრის საიდუმლო, მან ასე უპასუხა - „მე ვკითხულობ ყოველ დღე, დაახლოებით 500 გვერდს“. სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების რიტმი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთ დღეში 500 გვერდის წაკითხვა შევძლოთ, თუმცა თუ მოინდომებთ და დროს სწორად გაანაწილებთ დღის განმავლობაში თუნდაც რამდენიმე გვერდის წაკითხვას მაინც მოახერხებთ და ამითაც კი დიდ სარგებელს მიიღებთ.
ჩვენ შეგირჩიეთ წიგნები, რომელთა წაკითხვასაც დიდი დრო არ სჭირდება და რეალურად კი გეხნარებათ, რომ უფრო მოტივირებულები იყოთ, ბევრი რამ ისწავლოთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
1. „13 რამ, რასაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ“/Thirteen Things Mentally Strong People Don’t Do by - ემი მორინი.
ამ წიგნის წაკითხვას 12 წუთი სჭირდება. ის დაგეხმარებათ, რომ წარუმატებელი ეტაპი დაძლიოთ, მალე აღიდგინოთ ძალები და უკეთ შეძლოთ ცხოვრების გაკონტროლება. წიგნი დიდ გავლენას მოახდენს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ავტორი გიზიარებთ თავის ყველაზე წარმატებულ თერაპიებს, რომელთა გამოყენებითაც მისმა პაციენტებმა სირთულეები დაძლიეს.
2. „როგორ უნდა შეწყვიტოთ დარდი და დაიწყოთ ცხოვრება“/How to Stop Worrying and Start Living - დეილ კარნეგი.
წიგნის წაკითხვას დაახლოებით 19 წუთი სჭირდება. გიფიქრიათ, თუ როგორ უნდა დააღწიოთ თავი რაიმეზე დარდს? არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერად ცდილობთ დარდის შეწყვეტას, ეს მაინც არ გამოგდით და ყოველივე სტრესის, შფოთვის მიზეზი ხდება. დეილ კარნეგი ამ წიგნით გასწავლით ფორმულას, რომლითაც მარტივად დააღწევთ ამ პრობლემას თავს.
3. „იპოვე შენი საქმე“ - კენ რობინდონი
წიგნის წაკითხვას 13 წუთი სჭირდება. ყველას აქვს რაღაც გატაცება, ინტერესი, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ არ იცით, ვერ იგებთ, თუ რა გინდათ სინამდვილეში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ გიპოვნიათ თქვენი მიზანი და თქვენი საქმიანობის სფერო. ამ წიგნით მიხვდებით, თუ როგორ უნდა დაამსხვრიოთ საზოგადოების წესები, იპოვოთ თქვენი საქმე და იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით.
4. „ემოციური ინტელექტი“/Emotional Intelligence - დენიელ გოულმანი
წიგნის წასაკითხად სულ რაღაც 16 წუთი დაგჭირდებათ. ის დაგეხმარებათ ისწავლოთ ემოციების მართვა და გადაწყვეტილებების რაციონალურად მიღება. გოულმანი გასწავლით, თუ როგორ უნდა მოერიოთ ემოციებს და მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია