LIFE

ნესვი გიყვართ თუ საზამთრო - მარტივი ტესტი, რომელიც პიროვნების ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ

ნესვი გიყვართ თუ საზამთრო - მარტივი ტესტი, რომელიც პიროვნების ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ

იუმორისტული, მაგრამ ძალიან ზუსტი ტესტი პიროვნების ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ. ის ზუსტად ავლენს თქვენს ძირითად თვისებებს. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და უპასუხეთ მხოლოდ ორ კითხვას.

რა უფრო მეტად გიყვართ:

1. კიტრი თუ პომიდორი;

2. ნესვი თუ საზამთრო?

ტესტის შედეგები:

BO-1 8_Of_The_World’s_Most_Colorful_Cities_To_Travel_To2_5cbc262a1639b.jpg

კიტრი და ნესვი

ასეთი არჩევანი უფრო მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი, ვიდრე ქალებისთვის. ამ ტიპის მამაკაცები მამაკაცურები და სერიოზულები არიან. ისინი იშვიათად ექცევიან გავლენის ქვეშ და არ არიან მიდრეკილები ალკოჰოლიზმის მიმართ.

ნესვი გიყვართ თუ საზამთრო - მარტივი ტესტი, რომელიც პიროვნების ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ

ქალი ასეთ მამაკაცთან დაცულად იგრძნობს თავს - მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება ოჯახურ ურთიერთობებზეც. მაგრამ მოცემულ ტიპს გააჩნია ნაკლოვანებებიც - მას რომანტიზმი აკლია. ამ ტიპის ქალები ხშირად ხდებიან ხელმძღვანელები, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ისინი ბავშვებივით უსუსურები არიან - ცუდად ამზადებენ, ვერ ანაწილებენ ბიუჯეტს, არ უყვართ სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა. მაგრამ ასეთი ქალის სახით მამაკაცი იპოვის ერთგულ და გაგებულ მეგობარს.

პომიდორი და საზამთრო

ამ ტიპის ადამიანები მხიარული და აქტიურები არიან. ისინი გამოირჩევიან მაღალი კომუნიკაბელობით, მაგრამ ურთიერთობებში ყოველთვის სტაბილურები არ არიან: მათი ფეთქებადი ხასიათი ხშირად სკანდალებს იწვევს. ამ ტიპის მამაკაცები გურმანები არიან.

BO-3 8_Of_The_World’s_Most_Colorful_Cities_To_Travel_To2_5cbc26cb140a3.jpg

ისინი ზარმაცები არიან და ზურგჩანთასა და საძილე ტომარას ურჩევნიათ საშინაო სიმყუდროვე. ამ წყობის ქალები ემოციურები არიან, მათ გვერდით ყოველთვის იგრძნობა სითბო და სიმყუდროვე. მათ არ შეუძლიათ ინტრიგების ხლართვა, მაგრამ შეუძლიათ უტაქტობა დაუშვან, ვინაიდან ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.

კიტრი და საზამთრო

ასეთი წყობის ადამიანები მუდმივად განიცდიან სულიერ შფოთვას. მათი შინაგანი დაძაბულობა დაფარულია გარეგნული სიმშვიდითა და თავდაჭერილობით. ასეთი ტიპის ადამიანთან ცხოვრობ როგორც ვულკანზე - არასოდეს არ იცი, რა იქნება ხვალ და რა იდეას ატარებს ამჟამად.

BO-4 8_Of_The_World’s_Most_Colorful_Cities_To_Travel_To2_5cbc26ff0a632.jpg

რაც შეეხება ქალებს, ისინი წვრილმანების გამო არ აწყობენ სკანდალებს - აგროვებენ წყენას და ერთ მშვენიერ დღეს შეუძლიათ მთელი ჭურჭელი დალეწონ.

ნესვი და პომიდორი

თუ ირჩევთ ნესვსა და პომიდორს - თქვენ გაწონასწორებული, ტაქტიანი და მშვიდი ხართ. გიყვართ ლამაზი ნივთები და კარგი გემოვნება გაქვთ. ამ ტიპის მამაკაცები ხშირად გამოდიან მხატვრები, მუსიკოსები, საერთოდ შემოქმედება ყველაზე ახლოს არის ამ ადამიანებისთვის.

BO-5 8_Of_The_World’s_Most_Colorful_Cities_To_Travel_To2_5cbc2734a251d.jpg

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, მამაკაცები შეიძლება აღმოჩნდნენ საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტები. ამ წყობის ქალები ხშირად არიან შეყვარებულები, სიყვარულში ვნებიანი და ერთგულები არიან. ასეთი ქალებისგან გამოდიან ერთგული, ნაზი და მზრუნველი ცოლები.

P.S. საუკეთესო საქორწინო კავშირები შედგება:

მამაკაც „ნესვი-კიტრი“ და ქალს „კიტრი-საზამთრო“ შორის;

მამაკაც „ნესვი-პომიდორი“ და ქალს „ნესვი-კიტრი“ შორის;

მამაკაც „კიტრი-საზამთრო: და ქალს „პომიდორი-საზამთრო“ შორის;

მამაკაც „პომიდორი-საზამთრო“ და ქალს „პომიდორი-ნესვი“ შორის.



<a href="http://fit4brain.com">http://fit4brain.com</a>