მეცნიერები ამბობენ, რომ საშუალოდ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში 62 ლიტრ ცრემლს ღვრის. ხანდახან გვირჩევნია ხოლმე ემოციები ვაკონტროლოთ, გვრცხვენია ცრემლების გამოჩენის. მაგრამ სულ ტყუილად. როგორც აღმოჩნდა, ტირილი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია წონაში დასაკლებად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ასე რომ, როცა ტირილის ხასიათზე ხართ, ნუ შეიკავებთ ცრემლებს.

შესაძლოა, ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ ტირილის შედეგად წონაში დაკლებას შეძლებთ, რადგანაც როცა რთულ სიტუაციაში ხართ, ემოციებს ვერ აკონტროლებთ და ბევრს ტირით, ასეთ დროს ბევრსაც ჭამთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კორტიზოლის დონეზეა დამოკიდებული.

შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევის მიხედვით, ტირილის შედეგად ორგანიზმში კორტიზოლის, ბედნიერების ჰორმონის დონე იზრდება და ეს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას უწყობს ხელს. კვლევის თანახმად, ტირილის შედეგად, სტრესისგან ვთავისუფლდებით და უარყოფითი ემოციებისგან ვიცლებით და სწორედ ამიტომ იზრდება კორტიზოლის დონე.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყველაფერს, ყველა მოვლენას თავისი დადებითი მხარე აქვს. ისინი გირჩევენ, რომ თუ ცხოვრებაში რთული მომენტი გაქვთ, თუ შეყვარებულს დაშორდით, პრობლემები არ მთავრდება, ნუ შეიკავებთ ემოციებს და იტირეთ, თუკი ეს გსურთ, ნუ მოგერიდებათ. სამაგიეროდ, ყოველივე უარყოფითი ემოციების განდევნაში დაგეხმარებათ.

ნახავთ, რომ ტირილის შემდეგ ცხოვრებას სხვა, უფრო პოზიტიური თვალით შეხედავთ და რაც მთავარია, მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.