მაკიაჟის 10 ხერხი, რომლებითაც ქალები სილამაზის სტანდარტებს არღვევენ
- 29.04.2019
ქალები ყველაფერს აკეთებენ, რათა გამოიყურებოდნენ მიმზიდველად. იდეალის დევნაში ბევრს ავიწყდება ზომიერების გრძნობის შესახებ. რა თქმა უნდა, შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ეს ხერხები მაკიაჟში უნდა ჩათვალოთ აკრძალული.
1. ავტორუჯი
კრემები და რძე ბრონზირებული ეფექტით - ეს პრაქტიკულად ყოველთვის სიბოროტეა. მიმზიდველი მულატი ქალის ნაცვლად ხშირად შედეგად იღებთ „დამწვარ სტაფილოს“. გამოსავალი ერთია: დაუმეგობრდით არისტოკრატულ სიმკრთალეს და იცხოვრეთ მშვიდად.
2. დახატული წარბები
არაბუნებრივი, მკვეთრად მოხაზული წარბები ყველაზე მომხიბვლელ ლამაზმანსაც კი გააფუჭებს. თუნდაც თქვენი წვრილი წარბები დღეს არ არის მოდაში, ბუნებრივობა - უპირველესყოვლისა.
3. უცნაური ფერის პომადები
შავი, მკვეთრი მელნისფერი, მწვანე და ყვითელი ტუჩები გვაგონებს ტროპიკული ჯუნგლების შხამიან ყვავილებს. გამოიყურება ლამაზად და გამომწვევად, მაგრამ მათი შეხება სულაც არ გინდება.
4. სახის სკულპტურირება
სახის სკულპტურირება უკეთესია კიმ კარდაშიანისთვის დატოვოთ. დანარჩენებისთვის ეს საწინააღმდეგოა. თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთეთ.
5. მკვეთრად შეღებილი თვალები
ზედმეტად შეღებილი სახე არაერთ თაყვანისმცემელს დააფრთხობს. იყავით უფრო სადა მამაკაცებისთვის. სხვა ქალებიც შეიბრალეთ.
6. მკვეთრი კონტური
მკვეთრი კონტურები სახეზე არ შეგმატებთ გამომხატველობას. აი, ასოციაციას კი იაფფასიან საბავშვო გასაფერადებელთან ვერ ასცდებით.
7. ბევრი ბზინვარება
დაჩრდილო ყველა ვარსკვლავი ცაზე ისე, რომ კოსმოსიდან ჩანდეს ბზინვარება სახეზე. აი, რისთვის მოიგონეს ყველა ეს ჰაილაითერები, ბზინვარება და შიმერები.
8. ხელოვნური წამწამები
ეს მხოლოდ ჟურნალებსა და კინოში გამოიყურება ხელოვნური წამწამები ეფექტურად. რეალობაში უცბად გაზრდილი წამწამების ტყე არ დატოვებს ეჭვს ნატურალობის შესახებ.
9. ზედმეტად მკვეთრი ფერუმარილი
„მატრიოშკის“ ეფექტი გარდაუვალია. ჩვენ დროშიც კი გვხდებიან ქალები, რომლებიც არ უგულებელყოფენ ასეთ ვულგარულ მეთოდებს. ჯანსაღი სიწითლე კარგია, მხოლოდ ზომიერად.
10. თეთრი კონსილერი თვალების ქვეშ
ზოგიერთი ქალი ცდილობს შენიღბოს შავი წრეები თვალების ქვეშ თეთრი კონსილერით. როგორც ამბობენ, ორი ბოროტებიდან უნდა აირჩიო ნაკლები.
თემები: კანის მოვლა, მაკიაჟი, კოსმეტიკა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>