LIFE

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

პიარის სპეციალისტების მიმართ მთელ მსოფლიოში გავრცელებული სტერეოტიპული წინასწარგანწყობა მოქმედებს და ამ მხრივ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი: საქართველოში პიარ-სპეციალისტებს მოდურად ჩაცმულ „ტუსოვშიკებს“ უწოდებენ. თავად ამ პროფესიის წარმომადგენლებმა კი კარგად იციან, რას ნიშნავს თავი საზოგადოებრივ ურთიერთობებს მიუძღვნა.

უკვე მეოთხე წელია ზედიზედ, რაც ამერიკელი მეცნიერები სტატისტიკურად ადასტურებენ, რომ პიარი ყველაზე სტრესული პროფესიების ათეულში შედის: 2014-ში CareerCast-ის სტრესული პროფესიების რეიტინგში პიარს მე-6 ადგილი ეკავა, გასულ წელს კი — მე-5. თანაც, ამ ათეულში პიართან ერთად ისეთი პროფესიები იყო მოხსენიებული, რომლებიც ადამიანებს ფიზიკური საფრთხის წინაშეც კი აყენებს — მაგალითად, სამხედროების, მეხანძრეების და პილოტების სამუშაო. საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგის მე-8 ადგილი გაზეთის რეპორტიორის პროფესიას ეკავა.

 საკითხავია, რატომ ითვლება პიარ-სპეციალისტის, ივენთ-მენეჯერის ან ჟურნალისტების სამუშაო ისეთივე სტრესულ და სარისკო პროფესიად, როგორებიცაა მაგალითად სამხედროების სამუშაო? — CareerCast-ის განმარტებით, ამ პროფესიის ადამიანებს შესასრულებელი სამუშაოს მოსწრება მუდმივად მოკლე ვადებში უწევთ და თანაც საზოაგდოებას ერთი სული აქვს, როდის გააკრიტიკებს მათ.

 გადახედე ყველაზე რთული პროფესიების 10-ეულს, შეიძლება მოულოდნელად იქ შენი სამუშაოც აღმოაჩინო :)

1. სამხედრო სამსახურის პერსონალი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

2. სამხედრო გენერალი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

3. მეხანძრე

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

4. პილოტი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

5. ღონისძიების კოორდინატორი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

7. კორპორაციის აღმასრულებელი მენეჯერი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

8. გაზეთის რეპორტიორი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

9. პოლიციის ოფიცერი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

10. ტაქსის მძღოლი

პიარი 10 ყველაზე სტრესულ პროფესიას შორისაა

სხვათა შორის, CareerCast-მა 10 ყველაზე ნაკლებად სტრესული პროფესიაც გამოაქვეყნა. 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე არასტრესული სამუშაო აუდიოლოგებს აღმოაჩნდათ (ამ პროფესიის ადამიანებს სმენის პრობლემების დადგენა და მკურნალობა ევალებათ); გასულ წელს კი — უნივერსიტეტის პროფესორებს.

მოკლედ, ამ სტატისტიკის გჯერა თუ არა, შენი საქმეა, მაგრამ მაინც გირჩევთ, თუ პიარ-სპეციალისტის პროფესია გაინტერესებს, გახსოვდეს, რომ ის მხოლოდ მოდურად გამოწყობას და ღონისძიებებზე სიარულს არ მოითხოვს!



<a href="http://m.prdaily.com/Main/Articles/PR_executives_have_the_sixthmoststressful_job_in_A_15882.aspx">http://m.prdaily.com</a>