ტრენდული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ყველაზე შემოქმედებითი მკითხველებისთვის
- 09.01.2017
TREND-ი 9 იანვრიდან ხელნაკეთი ნივთების კონკურსს იწყებს: გამოგვიგზავნე ნამუშევრები 6 თებერვლამდე ელ-ფოსტაზე contest@trend.ge.
6 თებერვალს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება: თუ მათ შორის მოხვდი, შენი ტრენდული ხელნაკეთი ნივთები თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრში გაიყიდება.
კონკურსის დეტალური პირობები:
ნამუშევრების გამოგზავნა შეგიძლია 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე, ელ-ფოსტაზე: contest@trend.ge.
მეილი უნდა მოიცავდეს:
ხელნაკეთი ნივთის (ნივთების) ფოტოს, მოკლე აღწერას (მასალა, დამზადების ტექნიკა, საცალო ფასი და ა.შ.)
გამარჯვებულმაTREND-ის გამოფენა-გაყიდვისთვის მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 20 ნივთის წარდგენა უნდა შეძლოს. გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 11-12 თებერვალს
გისურვებთ წარმატებას!
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ან ჯგუფს, ვინც ხელით დამზადებულ ნივთებს აწარმოებს საქართველოში. ნივთების მოცულობა და სტილი შეზღუდული არ არის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ავარჩიოთ წარმოდგენილი ნივთები, რომლის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა სავაჭრო ცენტრში.
თემები: კონკურსი, ხელნაკეთი ნივთები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია