თუ ყოველი შემხვედრი გიყვარდებათ - სამი გზა ამ ჩვევის დასავიწყებლად
- 04.06.2019
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველი შეხვედრით აღფრთოვანდებიან, თვლიან, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვნეს და რომ ეს ადამიანი მისთვისაა შექმნილი. რამდენიმე დღეში კი, იმედგაცრუებულები რჩებიან. მომდევნო დღეს ტრფობის ახალი ობიექტი ჰყავთ და იმედგაცრუება დაუსრულებლად გრძელდება. ყოველივეს ზოგჯერ ადამიანი ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიჰყავს.
ფსიქოლოგები პრობლემის დასაძლევად სამ მთავარ მეთოდს გვთავაზობენ.
1. პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში მარტოხელა იქნებით, არაუშავს - მარტოხელობა არ არის დასასრული. ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ შეპყრობილია იმ იდეით, რომ გვერდით აუცილებლად ვინმე უნდა ჰყავდეს, რომ მარტო არ უნდა იყოს, ამის გამო კი, არასასურველ პარტნიორთან იწყებს ურთიერთობას. ასეთი ურთიერთობა კი მალე სრულდება. მას ახალი წარუმატებელი ურთიერთობა, ახალი იმედგაცრუება მოსდევს. ყოველივეს სჯობს უბრალოდ იყოთ მარტო და დაელოდოთ როდის გამოჩნდება თქვენი შესაფერი პარტნიორი, ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად იგრძნობთ.
2. უნდა იცოდეთ, თუ რა გსურთ, რას ეძებთ - თუ სასიყვარულო ურთიერთობისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ გექნებათ, ის ვერ იქნება წარმატებული. თუ ყოველი შემხვედრი გიყვარდებათ, ეს ნიშნავს, რომ არ იცით სინამდვილეში რა გსურთ, როგორი პარტნიორი გინდათ, არ იცით რას ეძებთ და რას აფასებთ ადამიანებში.
3. იყავით გულწრფელი და მხიარული - ნუ მოიწყენ იმის გამო, თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვნე სიყვარული. გააგრძელე ჩვეული ცხოვრება, იყავი მხიარული, ხშირად გაიცინე და გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო სიახლეები მოულოდნელად მოდის. მოთმინებით დაელოდე შენი ბედნიერების მომენტს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>