თუ უმცროსი და გყავთ, შესაძლოა, ჭარბწონიანი გახდეთ - კვლევის შედეგი
- 05.06.2019
გოგონას როცა უმცროსი და ჰყავს, ეს შესანიშნავია. ცხოვრება უფრო მხიარული და საინტერესო ხდება. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთთან უსასრულოდ ისაუბროთ, გაუზიაროთ აზრები და რაც მთავარია, ტანსაცმელი. მაგრამ რას იტყვით თუ გაიგებთ, რომ უმცროსი და შესაძლოა თქვენი ჭარბწონიანობის მიზეზი გახდეს?
ვიცით, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს და ალბათ, თქვენც გიკვირთ, მაგრამ ყოველივე აღნიშნულია თანამედროვე კვლევის დასკვნაში, რომელშიც 13406 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ უფროსი დების 40% ჭარბწონიანობისკენ იყო მიდრეკილი.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? არსებობს ორი თეორია, რომელთაგან ერთ-ერთი მეცნიერული თეორიაა.
ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი, უეინ კატფილდი ამბობს, რომ პირველი ორსულობის დროს სისხლძარღვები, რომლებიც ნაყოფს საკვებს აწვდის, არის უფრო თხელი. შედეგად, ეს გავლენას ახდენს ადამიანზე ზრდასრულ ასაკში, რადგანაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით არ არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა, რათა ჭარბწონიანობა არ განვითარდეს.
არსებობს მეორე თეორია, რომლის ავტორიც, ექიმი მარია პენაა. მისი თქმით, დედები უფროს შვილზე როგორც წესი უფრო მეტად ზრუნავენ, რადგანაც ის პირველი შვილია. ჭარბი ზრუნვა კი იმითაც გამოიხატება, რომ დედები მათ უფრო მეტს აჭმევენ, უმცროსი შვილის შემთხვევაში იგივე არ ხდება. ამიტომაც, უფროს შვილ ბავშვობაში კვების არასწორი რეჟიმი უყალიბდება და ასე გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც. ეს კი, ჭარბწონიანობის მიზეზი ხდება.
თემები: დიეტა, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, დედმამიშვილები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>