• მათ ჯინსი ძვირადღირებულ სამოსად აქციეს და მოდის სფეროში მოღვაწეობით ცხოვრების ახალი სტილი დანერგეს.
  • საკუთარი ცხოვრების მაგალითით ამტკიცებენ, რომ თავდაუზოგავი შრომა და ბოჰემური გართობა ერთმანეთს ხელს არ უშლის.
  • სწორედ მათი დამსახურებით იქცა საბერძნეთის კუნძული მიკონო მსოფლიოს #1 ცხელ წერტილად თავზეხელაღებული, მდიდრული, ხარისხიანი გართობის მოყვარულებისთვის...

კანადელი ტყუპები დინ და დენ ქეითენები DSQUARED2-ს 1995 წლიდან უდგანან სათავეში. ბრენდს წარდგენა არ სჭირდება — DSQAURED2-ი მსოფლიოს ყველაზე მოდური ადამიანების ფავორიტი მარკაა.

დოკუმენტური ქეითენების კუნძულ მიკონოზე გლამურული ვოიაჟის შესახებ.

ქეითენებისთვის მოდა მხოლოდ სამოსი არაა — კარგი ტანსაცმელი კარგი მუსიკის, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში უფრო კარგად ჩანს! DSQAURED2-ის სამოსი დღეს ცხოვრების სტილის გამნსაზღვრელია, მათი თეთრეულის ტარება კი — სტატუსისა. ბრენდი სხვადასხვა დროს წარმატებით მოირგეს ვარსკვლავებმა — ბრითნი სპირსმა, მადონამ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, რიკი მარტინმა, ნიკოლას ქეიჯმა, ლენი კრავიტსმა, ფერჯიმ, კენდრიკ ლამარმა და მოდის მოყვარულმა სრულიად ქართულმა საზოგადოებამ.

ფოტო: models.com

დიზაინერები 2006 წლიდან პარფიუმერულ ბიზნესში ჩაერთვნენ, სულ ცოტა ხნის წინ კი ბესთსელერ WOOD-ის ქალისა და მამაკაცის განახლებული არომატები შემოგვთავაზეს.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ DSQAURED2 WOOD-ის ვნებიანი არომატების პრეზენტაცია ბუნების ელემენტებით გაფორმებულ სასტუმრო „ფოლკში“ მოაწყო. ხატია შამუგიას სილამაზის ბიზნესში ყოველთვის განსაკუთრებულად შემოქმედებითი ღონისძიებებით გამოარჩევენ და სტუმრებმა არც ამჯერად მოიწყინეს: ფოტოს გადასაღები სპეციალური მოწყობილობა მსოფლიოს ყველაზე ბოჰემური ტყუპების პატივსაცემად გაორებულ გამოსახულებას აღბეჭდავდა.

გასაკვირი არ უნდა იყოს თუ აღვნიშნავთ, რომ როგორც ქალის, ასევე — მამაკაცის არომატები პროვოკაციული, ვნებიანი, ემოციური და საკმაოდ თამამია. თუმცა ქეითენების კანადური პრაგმატულობისა და იტალიური წარმომავლობით გამოწვეული ემოციურობის ბალანსი სამოსის მსგავსად სუნამოებშიც აისახა: ორივე მათგანი ციტრუსების აკორდებს შეიცავს, რაც არომატების ყვავილოვან სიტკბოს ანეიტრალებს.

მამაკაცის კომპოზიცია შეადგენს:
კალაბრიული ბერგამოტის, სიცილიური ლიმონის, ილის, ვეტივერის, ამბროქსანის, მანდარინის, ჯინჯერის, იის და თეთრი მერქნის ნაზავს.
TREND-ის გაფრთხილება:
მამაკაცი, რომელიც ამ სუნამოს იპკურებს, თქვენი სურვილის ობიექტად იქცევა :)

ქალის კომპოზიცია შეადგენს:
სიცილიური მანდარინის, ოსმანთუსის, ჟასმინის, ამბროქსანის, თეტრი მერქნის, შროშანის, მაგნოლიას, ჟოლოს ფოთლების და კედარის ნაზავს.
TREND-ის გაფრთხილება:
არომატის მიპკურებისას შეინარჩუნეთ ზომიერება, თუ თაყვანისმცემლების შემოსევისთვის მზად არ ხართ :)

თუმცაღა, ჩვენი მკითხველები თამამი, თავდაჯერებული ქალბატონები არიან, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს არასოდეს უშინდებიან. სწორედ მათთვის პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ როგორც სუნამოებს, ასევე DSQAURED2 WOOD-ის ტანის მოვლის საშუალებებსაც გვთავაზობს, თავბრუდამხვევი ეფექტის გაორმაგებისთვის — ამბიციური ტყპებისთვის სიამოვნების ერთი დოზა ხომ არასოდესაა საკმარისი…