სკანდინავური დიეტა, რომელსაც ყველაზე მარტივი დიეტას უწოდებენ მსოფლიოში
- 09.06.2019
დანიელმა დიეტოლოგმა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის დირექტორმა სიუზი ვენგელმა შექმნა დიეტა, რომელიც იმდენად პოპულარული და ეფექტური აღმოჩნდა, რომ შემდგომში მისი კვების გეგმას უწოდეს ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში.
რა დიეტაა ეს და რატომ არის ის „ყველაზე მარტივი“?
მარტივია იმიტომ, რომ არ მოგიწევთ კალორიების დათვლა, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობის გამოთვლა და ულუფების გაზომვა რაღაც რთული სისტემების მიხედვით.
ძირითადი წესი - საკვების თითოეული მიღება უნდა შედგებოდეს პროდუქტების 4 ულუფისგან (მუჭის ზომის): ცილის 1 ულუფა + ნახშირწყლების 1 ულუფა + ბოსტნეულის 2 ულუფა + 1 ს.კ. ცხიმი.
დიეტოლოგის შეფასებების მიხედვით, ადამიანს სკანდინავურ დიეტაზე შეუძლია დაკარგოს საშუალოდ 0,5-დან 1.5 კგ კვირაში.
და კარგი ამბავი: თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ბოკალი წითელი ღვინო, 1 თეფში სპაგეტი და ასევე მოამზადოთ საკვები კარაქით. ქალები სკანდინავური დიეტის დროს საშუალოდ იღებენ 1500 კკალ, მამაკაცები - 2000 კკალ (ამავდროულად არ არის საჭირო მათი დათვლა).
როგორ გამოიყურება დიეტა?
იმის ძებნა, თუ როგორ გამოიყურება შესაბამისი კერძები და როგორ მოამზადოთ, დიდხანს არ მოგიწევთ. ინსტაგრამში ჰეშთეგით #sensekost თქვენ იპოვნით 45 000 ფოტოს გემრიელი და სასარგებლო კერძების რეცეპტებით.
წარმოგიდგენთ საუზმის, სადილისა და ვახშმის მენიუს მაგალითებს:
საუზმე
· ბოსტნეული (2 ულუფა): რამდენიმე პომიდორი ჩერი და ბარდა.
· ცილა (1 ულუფა): 2 კვერცხი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ნაჭერი პური.
· ცხიმები (1 ს.კ.): კარაქი (პურზე წასმული).
· 1 ჭიქა რძიანი ყავა
სადილი
· ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო.
· ცილა (1 ულუფა): პაშტეტი, კვერცხი, ბეკონის ნაჭერი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): პური
· ცხიმები (1 ს.კ.): ყველი
ვახშამი
· ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, ძირთეთრა, სატაცური.
· ცილა (1 ულუფა): კატლეტი.
· ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ბოკალი ღვინო
· ცხიმები (1 ს.კ.): ბეარნული სოუსი, მცირე რაოდენობის კარაქი, რომელშიც მოშუშულია ბოსტნეული.
თემები: დიეტა, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია