სიყვარულის 7 წესი - როგორ უნდა ააგოთ მყარი და ბედნიერი ურთიერთობა
- 12.04.2020

ბედნიერია ურთიერთობა, როცა წყვილები იღებენ ერთმანეთის წარსულს, მხარს უჭერენ აწმყოში და მოტივაციას აძლევენ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
ბედნიერი ურთიერთობა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. უმნიშვნელოვანესია ემოციური კავშირი და ორმხრივი გაგება. ვნახოთ, მყარი და ჰარმონიული თანაცხოვრების 7 მთავარი წესი:
ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა
ეს ყველა წარმატებული ურთიერთობის გასაღებია. რაც უფრო მეტად უჭერენ ერთმანეთს მხარს პარტნიორები, მით უფრო მყარი და ხანგრძლივია ურთიერთობა. ცხოვრებაში ყველას გვაქვს რთული მომენტები და ასეთ დროს საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. გამოხატეთ მის მიმართ ყურადღება და იყავით მის გვერდით არა მარტო ბედნიერების, არამედ გასაჭირის დროსაც.
პატივისცემა
ერთმანეთისადმი პატივისცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბედნიერი ურთიერთობისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში წყვილმა პატივი უნდა სცეს ერთმანეთს, ერთმანეთის გადაწყვეტილებებს და აზრებს. შედეგად, ნდობა ყალიბდება. ყოველთვის დაუფიქრდით იმას, თუ რას ამბობთ. ნუ იტყვით ისეთ რაიმეს, რითაც საყვარელ ადამიანს გულს ატკენთ და რომელიც მას არასდროს დაავიწყდება. ეს ცუდ გავლენას ახდენს ურთიერთობაზე.
უმნიშვნელოვანესია კომუნიკაცია
ურთიერთობაში არაფერი არ უნდა იყოს დამალული. საყვარელ ადამიანს ნებისმიერი რამ უნდა უთხრათ. დამალვას მწარე სიმართლის თქმა სჯობს. საიდუმლოები ვნებს ურთიერთობას. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება და წყვილს შორის ნდობა ქრება. გაუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები, აზრები, ისაუბრეთ ხშირად. ჯანსაღი კომუნიკაცია წარმატებული ურთიერთობის გასაღებია.
იყავით გულწრფელი
თუ გულწრფელი არ ხართ, ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. სრულყოფილი არავინაა და შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, როგორ ცდილობთ შეცდომის გამოსწორებას, აღიარებთ თუ არა მას. ნუ შეგეშინდებათ, იყავით გულწრფელები და ესაუბრეთ პარტნიორს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის, დაშვებულ შეცდომებზეც.
პოზიტივის შენარჩუნება
ნეგატივი ანგრევს ურთიერთობას. გამუდმებით არ უნდა იწუწუნოთ. ეცადეთ, ყოველთვის პოზიტივზე კონცენტრირდეთ.
პირადი სივრცე
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობის წარმატების გასაღებია, ერთმანეთისთვის თავისუფალი სივრცისა და დროის მიცემაა. ყველას გვჭირდება ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ერთად ბედნიერად ვერ იქნებით, თუ ერთმანეთს პირად სივრცეს არ დაუტოვებთ.
კომპლიმენტები
გაანებივრეთ ერთმანეთი ქათინაურებით. ხშირად, როცა წყვილი დიდი ხანია ურთიერთობაშია, ავიწყდებათ ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმა, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თანაცხოვრება მყარი იყოს. გამოიჩინეთ მზრუნველობა, ყურადღება და აუცილებლად უთხარით საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიტყვები.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, ქალები, რჩევები