ცნობილი მსახიობები, რომლებიც საკუთარ ლეგენდარულ როლებს ვერ იტანენ
- 11.04.2020
„ძალიან რთულია, კრიტიკის გარეშე ჩემს რომელიმე ფილს ვუყურო“ - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა კეიტ უინსლენტმა. იგივე გაიმეორა საკუთარ როლზე ფილმში „ტიტანიკი“.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა კეიტი არაა ერთადერი მსახიობი,ვინც ასე ფიქრობს. ძალიან ხშირად მსახიობებს სძულთ ის როლებსაც მათთვის აღიარება, ჯილდო და მილიონობით შემოსავალიც კი მოაქვთ.
1. კეიტ უინსლენტი - „ტიტანიკი“
როუზის როლისთვის მსახიობი „ოსკარის“ ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი. თავად ფილმა კი 11 „ოსკარი“ აიღო. კრიტიკოსებმა კეიტის შესრულება იდეალურად შეაფასეს, თუმცა თავად მსახიობი ფიქრობს, რომ საშინელი მოსასმენია ფილმში მისი ამერიკული აქცენტი.
2. კეტრინ ჰეილი - „ცოტათი ორსულად“
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა და მის კარიერაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მსახიობის თქმით, ფილმში ქალები გამოყვანილები არიან სასაცილოებად, მამაკაცები კი მოსიყვარულე, მშვიდი და მხიარულ ადამიანებად.
3. მეგან ფოქსი - „ტრანსფორმერები“
მსახიობის თქმით, ეს არ იყო ის საქმე, რისი გაკეთებაც კინემატოგრაფიაში სურდა. ის აღიარებს, რომ არ ჩანს მისი სამსახიობო მონაცემები და მისი როლი საკმაოდ სტატიკურია.
4. შელი დუვალი - „ნათება“
მსახიობმა, რომელმაც ფილმში მთავარი გმირის მეუღლის როლი შეასრულა, აღიარა, რომ მას სძულდა რლი სტენლი კუბრიკის გამო. მოგვიანებით აღიარა, რომ გადაღებების დამთავრების შემდეგ, ძალიან დიდხანს იყო სტრესში, რადგან ეს იყო ყველაზე რთული როლი მის ცხოვრებაში.
5. მალკომ მაკდაუელი - „მექანიკური ფორთოხალი“
მალკომ მაკდაუელი კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც რეჟისორ სტენლი კუბრიკის გამო „დაზარალდა“. მსახიობის თქმით, ადგილზე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, რამდენიმე სახიის დაავადება დაემართა, რომლებისგანაც მოგვიანებით მალე განიკურნა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ ახსენდება.
6. დაკოტა ჯონსონი და ჯეიმ დორანი - „გრეის 50 ელფერი“
ჯეიმი ხშირად ამბობს, რომ არ მოსწონს მისი პერსონაჟი, რომელსაც ფილმში თამაშობს. წითელ ოთახში კი ისეთი რაღაცების გაკეთებამ მოუწია, რომ რასაც ქალთან სიამოვნებით არ გააკეთებდა.
თავად დაკოტა ჯონსონი ამბობს, რომ ძალიან სცხვენია, რომ შიშველი სცენების გადაღებამ მოუწია.
7. ნიკოლ კიდმანი - „ავსტრალია“
როდესაც გადაღებების დასრულების შემდეგ ნიკოლმა ფილმი ნახა, საკუთარი როლი საშინლად არ მოეწონა. ის ფიქრობს, რომ მისი პერსონაჟი მოსაწყენი და ამოუცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ფილმი შეიყვარა.
თემები: მამაკაცები, რჩევები, ფილმები, მსახიობები
<a href="brightside.me">brightside.me</a>