LIFE

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

ადამიანისთვის ცხოვრება მაშინ არის საინტერესო, როცა პროგრესს განიცდის, ვითარდება, იზრდება, სწავლობს და იშვიათად მისტირის გავლილ დროს. მაშინ, როცა უკან მოვიხედავთ, მნიშვნელოვანია, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები დავინახოთ, ვიამაყოთ საკუთარი განვითარებით, მიღწეული წარმატებით, გამძლეობით და შეუპოვრობით.

ამიტომაც, როგორი გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო თქვენთვის 2016 წელი, 2017 აუცილებლად უნდა გახდეს მასზე ბევრად უკეთესი. ამისათვის, საჭიროა რამდენიმე რამ განსხვავებულად გააკეთოთ, რამდენიმე საკითხს განსხვავებულად შეხედოთ და მათ მიმართ დამოკიდებულება შეძლებისდაგვარად შეიცვალოთ.

ცვლილებების წარმატებით განსახორციელებლად, ახალი ემოციიებით სავსე წლისთვის, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გადადგით ნაბიჯები წინ!

1. შეხედეთ საკუთარ თავს სხვა კუთხით

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

არ არსებობს უნაკლო ადამიანი. შესაბამისად, ჩვენც, ყველას ჩვენი ინდივიდუალური ნაკლოვანებები გაგვაჩნია. თუ აქამდე ხშირად განიხილავდით საკუთარ უარყოფით მხარეებს, ეცადეთ შეწყვიტოთ მათზე ფიქრიც კი. მოუსმინეთ მეგობრებს, ახლობლებს, გარშემომყოფებს, რომლებიც გამუდმებით გეუბნებიან, რომ ძალიან ლამაზი ხართ და დაიჯერეთ ეს თავადაც.

ბუნებრივია, არსებობს მომენტები, როცა სარკეში ჩახედვისთანავე საკუთარი თავის მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკა გვიჩნდება, ძალიან გვაწუხებს რაღაც, რაც ისე არ არის, როგორც გვსურს, რომ იყოს. მაგრამ ისეთი დღეებიც ხომ არსებობს, როცა საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილები ვართ? შეცვალეთ განყობა, კონცენტრირდით თქვენს ძლიერ და დადებით მხარეებზე და ირწმუნეთ საკუთარი თავის!

2. იკონტაქტეთ ადამიანებთან

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

ადამიანები ხშირად ვეჯაჭვებით კონკრეტულ ადამიანებს და ვფიქრობთ, რომ მათ გარდა სხვა ვერავინ გაგვიცნობს, ვერავინ გაგვიგებს და ვერავინ გაიზიარებს ჩვენს ყოველდღიურობას. ეს დამოკიდებულება კი ხშირად იმედგაცრუების მიზეზი ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, ვიპოვოთ ოქროს შუალედი. არ არის აუცილებელი გვყავდეს ერთადერთი მეგობარი და ვიკონტაქტოთ მხოლოდ მასთან. შეგვიძლია, ვიურთიერთოთ ყველასთან, ვინც ჩვენს სიმპათიას იმსახურებს. იქნება ეს ჯგუფელი უნივერსიტეტიდან, თანამშრომელი თუ ნებისმიერი სხვა.

გახდით ინიციატორი, გამონახეთ საერთო ენა ადამიანებთან და შესთავაზეთ მათ სამსახურის და უნივერსიტეტის შემდეგ, ან უბრალოდ საღამოს, ჭიქა ყავაზე სტუმრობა. ეცადეთ დასვენების დღეებიც საინტერესოდ გაატაროთ. თავადაც გაკვირვებულები დარჩებით როგორ გამსუბუქდებით შინაგანად და გაბრწყინდებით.

3. მოუსმინეთ ახალ მუსიკას

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

მუსიკის ძალაზე ბევრი რომ არ ვისაუბროთ, მხოლოდ იმაზე შევთანხმდეთ, რომ კარგ მუსიკას შეუძლია ჩვენი დღე შექნას!

ეს არის მიზეზი, რის გამოც არასოდეს უნდა შეწყვიტოთ მუსიკალური თავგადასავლების ძიება. სცადეთ და მოუსმინეთ ახალ ბენდს, აღმოაჩინეთ სიახლეები და დაუმკვიდრეთ ადგილი მათ თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, ისევე, როგორც საყვარელი მაისური, საყვარელი მელოდიაც დროსთან ერთად ძველდება და თავდაპირველ ემოციას აღარ იწვევს.

სიახლე ყოველთვის განუსაზღვრელი ენერგიის წყაროა. ხოლო მაშინ, როცა საქმე ეხება მუსიკას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს, იგი არა მარტო ენერგია, არამედ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე თავგადასავალიცაა.

4. მიეჩვიეთ გაღვიძებას განსხვავებულ დროს

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

არსებობს ვინმე ვისაც ძილი ჰყოფნის? თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ წუწუნებს ან რომელსაც არასდროს დაუწუწუნია ძილის გრაფიკთან დაკავშირებით. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ძილის სურვილის დაუძლეველობის გამო უამრავი პრობლემა შეიქმნეს - დაკარგეს სამსახურები, გააცდინეს მნიშვნელოვანი კლასები და პროგრამები. იმისთვის, რომ მსგავს მაგალითად თავად არ იქცეთ, მოიკელით ძილი და სცადეთ ადგეთ ერთი საათით ადრე, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდით. ძილის რეჟიმის შეცვლა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ნიშნავს!

5. მიირთვით სხვადასხვა საკვები

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

ჩვენ გვესმის, რომ ახალი წლის შემდეგ, საკვებზე საუბარი მეტ-ნაკლებად რისკის ტოლფასია, რადგან ზოგმა ოდნავ, ზოგმაც საგრძნობლად მოიმატეთ წონაში, თუმცა, კვება და მითუმეტეს ჯანსაღად, აუცილებელია. 

უარით თქვით ისეთ საკვებზე, რომლებიც გიყვართ, თუმცა, საკვები ღირებულებების თვალსაზრისით, სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა. სცადეთ და დააგემოვნეთ სხვადასხვა კერძი, რომელიც არასოდეს გაგისინჯავთ, რომლებიც ჯანსაღ და თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ შემადგენლობას შეიცავენ.

6. დახვეწეთ მეტყველება

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

როცა მეტყველებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ფორმა და ლექსიკონი, რომელსაც ადამიანი მეტყველებისას იყენებს, მარტივად გადადის ჩვევაში. ეცადეთ შეამციროთ ისეთი სიტყვების გამოყენება, რომელსაც ყველა წინადადებას არგებთ. შეარჩიეთ სწორი მეტყველების ფორმა და დახვეწილი მანერა. სიტყვები, რომლებიც ცუდ წარმოდგენას უქმნის თქვენზე ადამიანებს, სამუდამოდ დაივიწყეთ და ჩაანაცვლეთ ისინი გაცილებით ზრდილობიანი და თავაზიანი ფორმებით.

7. დათანხმდით სხვადასხვა ტიპის მამაკაცთან პაემანს

აქციეთ 2017 წელი ცვლილებების წლად

თუ ფიქრობთ, რომ რთულია ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელიც შესანიშნავად მოგერგებათ და რომელთანაც თავს ბედნიერად იგრძნობთ, ნუ ეტყვით შეხვედრაზე უარს ერთმანეთისგან განსხვავებულ მამაკაცებს.

სცადეთ ისეთ მამაკაცებსაც შეხვდეთ, როგორებთანაც ურთიერთობის დამყარებაზე არასოდეს გიფიქრიათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ყველაზე დიდი სიურპრიზი იქ იმალება, სადაც არ ვეძებთ.

ის, რომ წინა წლით კმაყოფილი ხართ, ძალიან კარგია, მაგრამ არც ის გსურთ, რომ ყველაფერი უცვლელად დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ, სცადეთ ცვლილებები, მოირგეთ ახალი სათვალე და შეხედეთ ცხოვრებას სხვა, თქვენთვის სასურველ ფერებში.



<a href="allwomenstalk.com">allwomenstalk.com</a>