მართალია, ამ ნივთების დანახვისას მკითხველის ნაწილი დაიბნევა და ვერც მიხვდება მათ პირვანდელ დანიშნულებას, თუმცა დედებისა და ბებიების თაობისთვის სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიც კი იყო.

1. გაზეთი ფანჯრების გასაწმენდად

გაზეთებს წაკითხვის შემდეგ დიასახლისები საგულდაგულოდ ინახავდნენ, რადგან იდეალურად ასუფთავებდა ფანჯრებს გაზეთის დასველებული ფურცელი.

2. კოლჰოტი ბოსტნეულის შესანახად

რამდენიმე ათეული წლის წინ თითქმის იშვიათი სახლები მსგავსი სურათის გარეშე.

3. დიახ, მშობლების თაობა პოლიეთილენის პარკებს რეცხავდა და მრავალჯერადად იყენებდა.

4. როდესაც ტკბილეული ხელმისაწვდომი არ იყო, საუკეთესო გამოსავალი იყო „მამალოს“ შინ დამზადება.

5. დიახ, ტუჩსაცხის ამოწურვის შემდეგ მსგავს ხერხებს მიმართავდა მშობლებისა და ბებიების თაობა.

6. საპონის შეგროვებულ ნარჩენებს უამრავი დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა. მაგალითად მამაკაცები წვერის გაპარსვის დროს ასაქაფებლად იყენებდნენ.

7. მძივებად ასხმული ფარდები, რომლებიც ძირთადად სამზარეულოებში ეკიდათ და ხელით გადაწევისას ხმებს გამოსცემდა.

8. თეთრეულის ჯოხი

დიახ, ასე ერქვა ამ უცნაურ არსებას, როდესაც ჩვენი მშობლების თაობა თეთრი ფერის ტანსაცმელსა და თეთრეულს დიდ ქვაბში ხარშავდნენ და ამ სპეციალური ჯოხით ურევდნენ და იღებდნენ.

9. მოხარშული შესქელებული რძე

ახლა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოხარშული შესქელებული რძე შეიძინოთ. წლაბის წინ კი დიასახლისები საათობით ხარშავდნენ.