LIFE

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

მსოფლიოში უამრავი ადამიანი, კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინშია. იზოლაციაშია ლეგენდარული ესპანელი კინორეჟისორი, პედრო ალმოდოვარიც, რომელიც ვრცელ ესეს აქვეყნებს და რთულ დღეებში სანახავად ფილმებსაც გვირჩევს.

ალმოდოვარის წერილის ინგლისურ ვარიანტს, გამოცემა indiewire.com აქვეყნებს. გთავაზობთ ზოგიერთ ფრაგმენტს რეჟისორის წერილიდან.

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

„წერაზე ყოველთვის უარს ვამბობდი. არასდროს მსურდა, ჩემი გრძნობების შესახებ დაწერა, მაგრამ იზოლაციის პირველმა რამდენიმე დღემ ამისკენ მიბიძგა. ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს სიტუაცია დიდად განსხვავებული არ არის ჩემი ყოველდღიური რუტინისგან - ამ აღმოჩენით ბედნიერი არ ვარ.

ამ დილით ახალი ამბების სათაურები შავი იუმორის მქონე ჟურნალის სათაურივით ჟღერდა: „მადრიდის ყინულის მოედანი დროებით მორგი გახდება“. ეს მადრიდში ხდება და ეს დღის ყველაზე საშინელი სიახლეა.

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

ახლა ჩემი იზოლაციის მეთერთმეტე დღეა. პირველი დღიდანვე. ისე ვცხოვრობ, როგორც ჯუნგლებში, მივყვები აივნიდან და სარკმლიდან შემოსული სხივების რიტმს. გაზაფხულია და ამინდიც ზუსტად გაზაფხულის შესაბამისი. გაზაფხულის შეგრძნება - ეს ერთ-ერთია შესანიშნავი გრძნობებიდან, რომლებიც დამავიწყდა.

საათის შემოწმება შევწყვიტე, მხოლოდ მაშინ თუ დავხედავ როცა დერეფანში სიარულისას ნაბიჯებს ვითვლი, იმ დერეფანში, სადაც ხულიეტა სერანოს გმირმა გაკიცხა ანტონიო ბანდერასის პერსონაჟი იმისთვის, რომ კარგი შვილი არ იყო (შენიშვნა: საუბრობს ფრაგმენტზე ფილმიდან „ტკივილი და დიდება“).

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

ღამეს და დღეს თითქოს დროის განსაზღვრება აღარ აქვს, დრო თითქოს შეჩერდა და მეც გავჩერდი. იზოლაციის პირველი დღიდან ვგრძნობ, რომ დღეები უფრო გრძელია. დღის შუქით უფრო მეტხანს შემიძლია სიამოვნების მიღება.

არ ვარ იმ განწყობაზე, რომ მხატვრული ლიტერატურის წერა დავიწყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვფიქრობ უამრავ სიუჟეტზე. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის დამთავრების შემდეგ, ახალშობილების ბუმი იქნება, მაგრამ ამავდროულად, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი განქორწინდება.

ჩვენი რეალობა რეალისტურზე მეტად, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებს ჰგავს.

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

გადავწყვიტე, გავერთო. ჩვეულებრივ იმპროვიზაციას მივმართავ ხოლმე. ახლა სანახავი ფილმების სია შევქმენი, წასაკითხი სიახლეების ნუსხა შევადგინე. ჩემი სახლი დაწესებულებაა და მე მისი ერთადერთი მაცხოვრებელი ვარ. ვაკეთებ ვარჯიშებს, აქამდე ძალიან უსიცოცხლოდ ვიყავი და ჩემი ვარჯიში მხოლოდ გრძელ დერეფანში წინ და უკან სიარული იყო.

შუადღისთვის სანახავად ავარჩიე ჟან პიერ მელვილის „პოლიციელი“ (Dirty Money/Un flic) და გამაკვირვა ჩემმა საღამოს არჩევანმა. საღამოსთვის „ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერის“ ნახვა გადავწყვიტე. ასეთ დღეებში საუკეთესო გასართობია.

ვუყურებ „გოლდფინგერს“ და ბედნიერებას ვგრძნობ ჩემი არჩევანის გამო. თითქოს, ეს ფილმი მე კი არ ავირჩიე, ამ ფილმმა ამირჩია მე.

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

დროის შეგრძნება აღარ მაქვს და საათს არ ვაკონტროლებ და ეს სტრესს მიქრობს. ბუნებით მშფოთვარე ადამიანი ვარ და მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიგრძნია ისეთი მცირე შფოთვა, როგორც ახლა.

დიახ, ვიცი, რომ გარეთ, ჩემს ფანჯრებს მიღმა რეალობა საშინელი და გაურკვეველია, სწორედ ამიტომ გაკვირვებული ვარ იმის გამო, რომ არ ვდარდობ და მაქვს გრძნობა, რომელიც ჩემს შიშსა და პარანოიაზე ძლიერია... და მე არ ვფიქრობ სიკვდილზე.

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

ამ დღეებში ჩემი მთავარი ამოცანა ახალი და განსხვავებულია - შეტყობინებებს ვპასუხობ. ზოგადად, მაქვს ცუდი ჩვევა - არ ვპასუხობ მესიჯებს, ან ვპასუხობ ძალიან მცირე მათგანს. ცხოვრებაში პირველად, მაქვს განცდა, რომ შეტყობინებები არ არის ბანალური და მესიჯებში დაწერილ სიტყვებით აქვთ მნიშვნელობა. ახლა ძალიან სერიოზულად ვპასუხობ მათ და ყოველ საღამოს ვიგებ როგორ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები“ - წერს ალმოდოვარი.

რეჟისორი ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმების ნახვასაც გვირჩევს

1. “დები“/Sisters

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

2. „სამოთხის აჩრდილი“/Phantom of the Paradise/

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

3. “კარლიტოს გზა“/Carlito’s Way

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

4. „მონაცვლე სხეული“/Body Double

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

5. „ნაიარევი სახე“/Scarface

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს

6. „შავი ორქიდეა“/The Black Dahlia

პედრო ალმოდოვარის წერილი კარანტინიდან და 6 ფილმი, რომელთა ნახვასაც რეჟისორი იზოლაციის დროს გვირჩევს



<a href="https://www.indiewire.com/">https://www.indiewire.com/</a>