სილამაზე

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ფრჩხილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გამომშრალმა ჰაერმა მასზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, გაუჩნდეს სითეთრე, გაიყოს და არაჯანსაღი იერი მიიღოს. ახლა, როცა სახლში ვართ, სადაც ჰაერი გამომშრალია, ეს უარყოფითად აისახება ფრჩხილებზე. ვნახოთ, როგორ უნდა უმკურნალოთ ფრჩხილებს სახლის პირობებში.

1. მკურნალობა კიტრის წვენით

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

თუ ხშირად გტყდებათ ფრჩხილები, მის გასამაგრებლად შეგიძლიათ კიტრის წვენი გამოიყენოთ. ის მდიდარია A, E, B1, B2, B3 და C ვიტამინებით. გარდა ამისა, ის შეიცავს კალციუმსა და რკინას, რაც ამაგრებს და აჯანსაღებს ფრჩხილებს. ხუთი წუთი გააჩერეთ ფრჩხილები კიტრის წვენში, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.

2. წაისვით ფრჩხილებზე ჩაის ხის ზეთი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ის გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით, აჯანსაღებს ფრჩხილებს და ამაგრებს. შეგიძლიათ სამედიცინო ბამბით ყოველ საღამოს წაისვათ. შედეგს ერთ კვირაში ნახავთ.

3. სასარგებლოა ლიმონისა და სოდის ნაზავი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ლიმონის წვენისა და სოდის ნაზავი ბამბით წაისვით ფრჩხილებზე და ათი წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კი, თბილი წყლით დაიბანეთ. ის ათეთრებს, ამაგრებს ფრჩხილებს და ჯანსაღ იერს აძლევს მათ.

4. ცხენისკუდას ჩაი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ცხენისკუდას ნაყენი არის ანტიოქსიდანტი და ინფექციების საწინააღმდეგო უებარი საშუალება. შეგიძლიათ დღეში ერთი ჭიქა მიირთვათ. ის ამაგრებს ფრჩხილებს, ასევე დადებითად მოქმედებს თმაზე.

5. სასარგებლოა თავშავას ზეთი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

თავშავას ზეთი ხელმისაწვდომია აფთიაქებში და ის ეფექტური საშუალებაა ბაქტერიების წინააღმდეგ. თუ ფრჩხილებს ამ ზეთით დაიმუშავებთ, მას მოაშორებთ მავნე ბაქტერიებს და უფრო ჯანსაღს გახდით.

6. მიირთვით ბიოტინით მდიდარი საკვები

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

იმისთვის, რომ ფრჩხილები მარტივად არ მოტყდეს, მყარი იყოს და სწრაფად გაიზარდოს, ბიოტინით მდიდარი საკვები უნდა მიირთვათ. მაგალითად, მოხარშული კვერცხი, თხილი, სოკო, ბანანი.

7. ქოქოსის ზეთის მასაჟი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ქოქოსის ზეთით თუ დაიმუშავებთ ფრჩხილებს, ის გაჯანსაღდება, ტენიანობა მოემატება და აღარ გაიყოფა.

8. ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ვაშლის ძმრისა და წყლი ნაზავში ფრჩხილები გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ძმარი და წყალი ნაზავში ერთნაირი რაოდენობის უნდა იყოს. ეს პროცედურა სწრაფად აღადგენს ფრჩხილს და უბრუნებს მას სიჯანსაღეს.

9. ნიორი

იმისთვის, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ - 9 უნიკალური რეცეპტი

ნიორს ბევრი რამის სამკურნალოდ იყენებენ და როგორც აღმოჩნდა, ის კარგია ფრჩხილების გაჯანსაღებისთვისაც. ნიორი კარგია ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ. წაისვით დაჭყლეტილი ნიორი პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ხუთი პროცედურის შემდეგ შედეგი სახეზე იქნება.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>