ყველა ადამიანს უნდა ბავშვობაში დაბრუნება და ბედნიერი, უდარდელი მომენტების ხელახლა გამოცდა. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. გიფიქრიათ რატომაა ბავშვობა ასეთი სასურველი? ალბათ იმიტომ, რომ ბავშვები ყოველგვარი იმედგაცრუების გარეშე ცხოვრობენ. ისინი უბრალოდ ტკბებიან ცხოვრების თითოეული მომენტით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათგან, თუ როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად.

1. შეძელი აღფრთოვანება

თუ კარგად დააკვირდები, ბავშვები ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან. მათ შეუძლიათ გაიხარონ წვიმით, მზით, შოკოლადით, სეირნობით, პატარა ლეკვით და ყველაფერი იმით, რასაც უფროსები ვეღარ ვამჩნევთ. თუ ჩვენ შევეცდებით ეს უნარი გამოვიმუშავოთ, მაშინ წვრილმანებიც გაგვაბედნიერებს.

2. შეეჩვიე ცვლილებებს

ყველა ადამიანს სჭირდება, ბავშვების მსგავსად, შეეძლოს შეეგუოს ცვლილებებს. ადამიანთა უმრავლესობას, უბრალოდ არ შეუძლია მარტივად მოერგოს ახალ სიტუაციას, მაშინ, როდესაც ბავშვები ყველაზე უმტკივნეულოდ ეგუებიან ახალ რეალობას.

3. იყავი ცნობისმოყვარე

ცნობისმოყვარეობა ის თვისებაა, რითიც ბავშვები ჭკვიან ზრდასრულებად ყალიბდებიან. ისინი დაუსრულებლად და შეუწყვეტლივ შეიმეცნებენ ახალ თამაშებს, სიტყვებს და ქმედებებს. წარმოიდგინე, რამდენს მიაღწევდი, შემეცნების პროცესი რომ ისეთივე მძაფრი და ინტენსიური იყოს, როგორც ბავშვობაში.

4. იყავი თავდაჯერებული

შეგიმჩნევია როგორი თავდაჯერებულები არიან ბავშვები? ეს იმიტომ, რომ მათ არ ადარდებს რას იტყვიან სხვები და აკეთებენ იმას, რაც სურთ. რა კარგი იქნებოდა, რომ არ გაინტერესებდეს სხვების რეაქციები და შეფასებები ქმედებებზე. ასე გაცილებით თავისუფალი და თავდაჯერებული იქნებოდი.

5. იყავი ფიზიკურად აქტიური

ბავშვები გამუდმებით ერთვებიან ახალ თამაშებში და ფიზიკურად აქტიურები არიან, რაც აჩქარებს მათ მეტაბოლიზმს და ენერგიით ავსებთ. მართალია ზრდასრულებს არ გვქვს ამისი ფუფუნება, ჩვენ ბევრ გამოწვევას ვუმკლავდებით, თუმცა მაინც შესაძლებელია, ფიზიკური აქტიურობის შენარჩუნება. ეს ენერგიის გარანტიაა. ამგვარად, უფრო მეტი თავისუფალი ენერგია გექნებათ საკუთარი თავისთვის და ყოველდღიურობა, უფრო საინტერესო გახდება.