სილამაზის პროდუქტებს დადებითი ეფექტი მაშინ აქვთ, თუ მათ წესების დაცვით იყენებთ. ხშირ შემთხვევაში არასწორ გამოყენებას უარეს შედეგამდე მივყავართ და შესაძლოა, ყოველივემ კანის სერიოზული დაავადება და პრობლემები გამოიწვიოს.
ვნახოთ 5 პროდუქტი, რომელსაც, შესაძლოა, არასწორად იყენებთ:
1. მაკიაჟის მოსაშორებლად სპეციალურ ხელსახოცს ყოველ დღე იყენებთ
მაკიაჟის მოსაშორებლად მისი გამოყენება მოსახერხებელია, მაგრამ თუ ხშირად მოიხმართ, ის კანის გაღიზიანებას იწვევს. შესაძლოა გაჩნდეს სიწითლე, გამონაყარი და ნაწიბურები.
2. მხოლოდ სერუმის/შრატის წასმას შედეგი არ აქვს
სერუმი შეიძლება წაისვათ დამატენიანებელი კრემის გამოყენებამდე და უმჯობესია, თუ ამას საღამოს გააკეთებთ. გამოიყენეთ რეტინოლის შემცველი სერუმი. ის უფრო ეფექტურია და კანს უფრო პრიალას ხდის.
3. იყენებთ მშრალ ღრუბელს კოსმეტიკური პროდუქტის წასასმელად
კოსმეტოლოგები სველი ღრუბლის გამოყენებას გვირჩევენ. ასე კანზე უფრო კარგად ჯდება კრემი, გარდა ამისა, მშრალი ღრუბელი ბევრ ტონალურს ისრუტავს და არაეკონომიურია.
4. კონსილერი და კორექტორი სხვადასხვა რამეა
ბევრი ფიქრობს, რომ სილამაზის ეს ორი პროდუქტი ერთი და იგივეა რამაა, თუმცა რეალურად სხვადასხვაა და აბსოლუტურად განსხვავებული დანიშნულება აქვთ. კონსილერის გამოყენება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ თვალის სიახლოვეს, ხოლო კორექტორს კანზე ნაკლოვანებების დამალვის ფუნქცია აქვს.
5. ნიღაბი მოიშორეთ მანამდე, სანამ ის სახეზე შეგახმებათ.
სახის ნიღბებს თავისი გამოყენების წესები აქვთ. მათი დატოვება მთელი ღამის განმავლობაში არ შეიძლება. ამან შეიძლება სახეზე სერიოზული პრობლემები გააჩინოს. მაგალითად, თიხის ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ მანამდე, სანამ ის გამოშრება და სახეზე შეგახმებათ. ჩამოიბანეთ მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ ოდნავ ნოტიოა.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, კოსმეტიკა, ქალები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>