წვიმის სუნი ამცირებს სტრესს - 7 მიზეზი რატომ უნდა ისეირნოთ წვიმაში
- 06.05.2020
ბევრ ადამიანს უყვარს წვიმის ხმა, ეს რომანტიკული და დამამშვიდებელი ჰგონიათ. სხვებს კი წვიმის სუნი უყვართ, რომელიც ნერვებზე დადებითად მოქმედებს. წვიმაში სეირნობა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ამშვიდებს გონებას და დამალული ფიქრებისა თუ ემოციებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.
წვიმის სურნელს საკუთარი სახელიც კი აქვს, პეტრიკორი, რომელიც 1960-იან წლებში ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეარქვეს.
პეტრიკორის მთავარი ესენციაა მცენარეული ზეთი, რომელსაც ნიადაგი იწოვს და წვიმის დროს ჰაერში უშვებს. ამ არომატის სხვა ორი ინგრედიენტია ნიადაგის ბაქტერიების ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლება და ჭექა-ქუხილის დროს გამოყოფილი ოზონი.
წვიმიანი დღეები იდეალურია თუ დასტრესილი ხარ, თავს მოწყენილად გრძნობ ან უბრალოდ განტვირთვა გჭირდება.
მაგრამ სტრესის დონის მიუხედავად, წვიმაში სეირნობას ნამდვილად აქვს თავისი ბენეფიტები.
1. წვიმის სუნი ასუფთავებს გონებას;
2. მაღალი ტენიანობა გიცავთ კანის და თმის გამოშრობისგან. რადგან წვიმის წყალი ბუნებაში დიდხანს კონცენტრირდება, სასარგებლოა თმისა და თავის კანისთვის;
3. იაპონელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობების ცივ და წვიმიან დღეებში შესრულება, უფრო მეტ კალორიას წვავს;
4. წვიმის დროს წვეთები ასუფთავებენ ჰაერს მიკრობებისა და მტვრისგან. ამგვარი, ჰაერი კი სუფთა და სასარგებლოა;
5. წვიმაში სეირნობა თავისუფლების განცდას ბადებს. ამიტომ, ისეირნეთ წვიმაში მაშინ, როდესაც რაიმე წესის დარღვევის ხასიათზე ხართ;
6. წვიმაში სეირნობა ეხმარება გონებას განტვირთვაში, ასე კი პრობლემების სხვა პერსპექტივიდან დანახვას შეძლებთ;
7. რადგან წვიმაში ძალიან ცოტა ადამიანი სეირობს, ამ დროს ნამდვილად არ გემუქრებათ პირადი სივრცის დარღვევის საფრთხე. შესაბამისად, ფიქრებსა და ემოციებს თავისუფლება ეძლევათ და თქვენც, უკეთ დაინახავთ სურვილებსა და მისწრაფებებს.
ამიტომ, არ შეუშინდეთ წვიმას, ეს თქვენს გონებსა და სულს ამშვიდებს.
თემები: ბედნიერება, რჩევები, ბედნიერი ცხოვრება, წვიმა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია