ცხოვრება შესანიშნავი რამაა მათთვის, ვისაც პატარა დეტალებით ტკბობა შეუძლია. იყო მადლიერი იმისთვის, რაც აქ და ახლა გაგაჩნია, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.

სამწუხაროდ, დროს გააჩნია დასასრული, ამიტომ დარწმუნდი, რომ შეგიძლია დატკბე ცხოვრების თითოეული წამით და უბრალოდ, იყო ბედნიერი.

თუმცა ყოველდღიური დატვირთული რუტინისა და პასუხისმგებლობების ფონზე, გვავიწყდება, რამდენი მიზეზი გვაქვს ბედნიერებისთვის.

7 მიზეზი, რატომ უნდა იყო ბედნიერი და არ ჩათვალო გარანტირებულად.

1. ჯანმრთელობა და ფიზიკური მოქმედების შესაძლებლობა

გიფიქრია, რამდენი ადამიანი ოცნებობს იყოს ჯანმრთელი და შეეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება?

2. შვილების ხმები

მართალია დამღლელი დღის ბოლოს ოცნებობ, ცოტა ხნით მაინც გაჩუმდნენ ბავშვები, თუმცა როდესაც გაიზრდებიან, ნამდვილად მოგენატრება მათი ხმები.

3. საუბარი მშობლებთან

არასოდეს დაგავიწყდეს ადამიანები, რომლებიც დათმობდნენ ყველაფერს, მშობლის ხმა რომ კიდევ ერთხელ გაეგონათ.

4. ოჯახში დროის გატარება

მართალია ახლა ყველანი გარეთ გასვლაზე ვოცნებობთ, თუმცა ეს ხომ შესაძლებლობაა, გავატაროთ დრო ყველაზე ახლობელ ადამიანებთან.

5. სუფთა წყალი

მართალია შენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მსოფლიოში 780 მილიონ ადამიანს არ აქვს სუფთა და უსაფრთხო წყალი, წყურვილის მოსაკლავად.

6. საკვები

სამწუხაროდ, ჯანმრთელი საკვების მიღება პრივილეგიაა. სამყაროში 820 მილიონი ადამიანი, ყოველ ღამე მშიერი იძინებს.

7. სახლი

სახლში მოიწყინე? სამყაროში უამრავი ადამიანი ოცნებობს თბილ, კომფორტულ საწოლზე და საკუთარ ოთხ კედელზე, სადაც წვიმის დროს, წყალი არ ჩადის.


ყველას მეტი რამ გვინდა ცხოვრებისგან, თუმცა გვავიწყდება, რომ ის, რაც გვაქვს უკვე საკმარისზე მეტია. იღბლიანი ხარ, რომ გაქვს ყველაფერი ის, რაზეც მილიონობით ადამიანი უბრალოდ ოცნებობს. იყავი მადლიერი და დატკბი ცხოვრების თითოეული წამით.