ჟურნალის გარეკანი ბევრს ამბობს პუბლიკაციაზე: რა ტიპისაა, ვინ კითხულობს და რაზე ზრუნავს. ის ასევე ბევრს ამბობს დროზე, რომელშიც ის გამოიცა. Vogue უკვე საუკუნეზე მეტია ქმნის მოდას, როგორც ხელოვნების ჟანრს. ამ გამოცემამ ხელი შეუწყო თანამედროვე პოპ კულტურის განვითარებისა და ჩამოყალიბებას. ილუსტრაციები, ანონიმური ფოტომოდელები, აიქონად ქცეული სუპერმოდელები - Vogue გარეკანი მთლიანად მოიცავს კულტურის ისტორიას.
ათწლეულების განმავლობაში მოდა მკითხველების თვალწინ იზრდებოდა და ვითარდებოდა. გაეცანით Vogue-ს 10 გარეკანს, რომელმაც ათწლეულის მოდის ისტორია განსაზღვრა და კულტურაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.
1. სექტემბერი, 1916
Vogue 1892 წელს, ამერიკაში დაარსდა. თავდაპირველად, ყოველკვირეული, ახალი ამბების ფორმატის გაზეთი იყო. Vogue მხოლოდ 1905 წლიდან გახდა მოდის ჟურნალი, თუმცა 1932 წლამდე მისი გარეკანი მხოლოდ ილუსტრაციებს ეთმობოდა.
2. ივლისი, 1932
1932 წელს, ისტორიაში პირველად, Vogue გარეკანზე გამოჩნდა ანონიმური მოდელი და ჟურნალების ისტორია სამუდამოდ შეიცვალა.
3. აპრილი, 1950
პოპ კულტურის ერა იწყება აქ. გარეკანი, რომელიც ჰოლივუდის მომავალ ვარსკვლავებს, სუპერმოდელებსა და აიქონებს წინასწარმეტყველებს.
4. მარტი, 1966
Vogue-ს გარეკანზე პირველი, ფერადკანიანი მოდელი გამოჩნდა.
5. ოქტომბერი, 1967
გასული საუკუნის აიქონად ქცეული ტვიგის პირველი Vogue გარეკანი.
6. დეკემბერი, 1987
ნაომი კემპბელი Vogue-ს გარეკანზე პირველად, 1987 წელს გამოჩნდა.
7. ნოემბერი, 1988
სახელგანთქმული ანა ვინტურის, მოდის ყველაზე გავლენიანი ადამიანის პირველი ქავერი Vogeu-ში
8. იანვარი, 1990
90-იანების სუპერმოდელების ერა, ზუსტად აქ დაიწყო. ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი ერთ გარეკანზე!
9. მარტი, 2009
ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი არჩეულია. პირველი ლედი, მიშელ ობამა კი Vogue-ს გარეკანზე გამოჩნდა.
10. აპრილი, 2014
ასე დაანონსდა ქენიე ვესთის და კიმ კარდაშიანის ქორწილი. მართალია, გამოცემის ფანები აპროტესტებდნენ, რომ Vogue ქავერზე არ უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მათზე ძალიან დიდხანს, მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.
თემები: სილამაზე, მსოფლიო, მსოფლიო მოდა, ჟურნალი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია