მაშინაც კი თუ არ ვარჯიშობ, შესაძლებელია ლამაზი სხეულის შენარჩუნება.

ჩვენ გირჩევთ 10 საკვებს, რომელიც დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე დაგეხმარებათ წონის კლებაში.

1. კვერცხი

მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიირთმევთ კვერცხს, ის მაინც მდიდარი იქნება საკვები ქოლინით, რაც ცხიმის წვას უწყობს ხელს. გარდა ამისა კვერცხი პროტეინებითაა მდიდარია და საუზმედ მისი მირთმევა, დღის განმავლობაში ცხიმის დაწვისკენ იქნება მომართული.

2. პომიდორი

ცოცხალი თუ გამომშრალი, პომიდორი ანტიოქსიდანტ ბეტა კაროტინით მდიდარია. ეს ხელს უწყობს ცხიმის მარაგის შეამცირებს. თუ წელის არეში გსურს დაკლება და ვარჯიშს ვერ ახერხებ, მაშინ პომიდორი აუცილებლად დაგეხმარება!

3. კინოა

კინოა ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. მცენარეული პროტეინებითა და ბოჭკოებით მდიდარი მარცვლეულის ერთი პორცია (დაახლოებით 1 ჭიქა) მხოლოდ 220 კალორიას შეიცავს.

4. ტკბილი კარტოფილი

თუ კარტოფილზე უარს ვერ ამბობ, მაშინ უმჯობესი იქნება ტკბილი კარტოფილი მიირთვა. ის ცნობილია როგორც „ნელი ნახშირწყალი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდხანს გაგყვება დანაყრების შეგრძნება. თანაც, ენერგიით აგავსებს.

5. მიწისთხილის კარაქი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კინოას მსგავსად მიწისთხილის კარაქი სავსეა ბოჭკოებით, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს. შეგიძლიათ სასწრაფოდ მიირთვათ 1 კოვზი საყვარელი მიწისთხილის კარაქი!

6. ლობიო

ეს პაწაწინა მარცვლები პროტეინებით მდიდარია. ის ამცირებს ცხიმის დონეს და გულის დაავადებებისგან იცავს. საუკეთესოდ აქრობს ცხიმს მუცლის არეზე და აჩქარებს მის დაწვას.

7. შავი შოკოლადი

დიახ! შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, რადგან ის ძალიან სასარგებლოა გულისთვის და ამცირებს დიაბეტის განვითარების ალბათობას. გაითვალისწინეთ, რომ შავ შოკოლადში კაკაოს შემცველობა 70% ან მეტი უნდა იყოს!

8. შვრია

საუზმეზე შვრიას არაფერი სჯობს! იდეალურად ანაყრებს და დღის განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

9. მწვანე ფოთლები

არა, ხის ფოთლები არა - სალათის ან ისპანახის. ა ვიტამინი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, ანტიოქსიდანტები და ყველაფერი ის, რაც ცხიმის წვას აჩქარებს მწვანე ფოთლებში უხვადაა.

10. ჩაი

რა თქმა უნდა, ყველას უყვარს ცხელი ჩაი ცივ ამინდში, თუმცა ასევე ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყარო. მწვანე და თეთრი ჩაი - დაიმახსოვრეთ, ისინი ყველაზე უკეთ ახერხებენ ცხიმის დაწვას!