ორსულობისას არავისთვის არის უცხო ის ფაქტი, რომ საათის ისრები საღამოს რვა საათს აჩვენებენ და ეს დღის დასასრული გვგონია. შევდივართ საძინებელ ოთახში და ზუსტად ვიცით რა იქნება შემდეგი რასაც გავაკეთებთ. ბუნებრივია, დავიძინებთ!
ის, რომ ჩვენი სხეული ახალი სასწაულისთვის ემზადება დიდი ბედნიერების მიზეზია, თუმცა, ამ სასაწაულისთვის მზადებას თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია. ჩვენ გვიჭირს გავუმკლავდეთ ემოციებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში ჭარბად გვაწუხებს. გარდა ამისა, საკმაოდ რთულია იმ ცვლილებებთან შეგუებაც, რასაც ჩვენი სხეული განიცდის.
გრძელი და რთული ცხრა თვის განმავლობაში გაწონასწორებულობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, მართლაც საკმაოდ რთულია, მაგრამ Trend გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ეჭვგარეშე დაგეხმარებათ. გაეცანით ჩვენს რჩევებს და გახადეთ თქვენი ორსულობა გაცილებით სასიამოვნო, დაამარცხეთ მისი უკუჩვენებები და თქვენში არსებულ ახალ სიცოცხლესთან ერთად დაელოდეთ ახალ სამყაროში მოსალოდნელ სასწაულებს!
1. გადით სახლიდან
უმწეობის განცდა, რომელიც არც ისე იშვიათად გვიპყრობს, გვაიძულებს ჩავიკეტოთ სახლში და ვიყოთ ნაკლებად აქტიურები. ეს განცდა და გამუდმებით ერთ სივრცეში ყოფნა, კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციურ ფონს ორსულობისას. ამიტომ, არ დაემორჩილოთ მას, ნუ დარჩებით თქვენს ოთახში გამოკეტილები.
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული პერიოდია, რომელიც სავსეა ყველაფრის მიმართ უკმაყოფილების განცდით. ამასთან გამკლავება კი ყველაზე მოწესრიგებულ და ძლიერ ქალებსაც კი უჭირთ. გამომდინარე იქედან, რომ სეირნობა საგრძნობლად ამცირებს სტრესს ადამიანში, გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ მზის შუქზე და ეცადეთ, ამ გზით გაუმკლავდეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას.
2. არ მოეშვათ, დარჩით ფორმაში
ნუ მისცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ მოეშვათ. გამოიჩინეთ ძალისხმევა და იყავით მუდამ ფორმაში. იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე. ბუნებრივია, ამ დროს, ზოგჯერ მარტივი შხაპის მიღებაც კი აღემატება ჩვენს ძალებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, აუცილებლად შემოსძახეთ საკუთარ თავს და ყოველდღიურად, მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ, დათრგუნოთ თქვენში არსებული უმწეობისა და დაუცველობის გრძნობა, რაც სრულიად უმიზეზოდაც ჩნდება ხოლმე. თქვენში დიდი სასწაული ცოცხლობს, ამიტომ დარჩით ლამაზები და გახდით ბედნეირი დედები.
3. დაუბრუნეთ ტემპი საკუთარ ცხოვრებას
თქვენ ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდით, თუმცა, ერთ დღესაც, თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ ორსულად ხართ, რის გამოც სიფრთხილე და თავის მაქსიმალური მოვლა მოგეთხოვებათ. დიდი და რთული ცვლილებაა არა?
თავდაპირველად, ალბათ, ვერც კი წარმოგედგინათ, როგორ შეიძლებოდა ასე გეცხოვრათ, თუმცა, საბოლოოდ, იმდენად შეეჩვიეთ, რომ ამ კომპრომისზე წასვლას აღარც ნანობთ. ასეთი მკვეთრი და უცაბედი ცვლილებები, ხშირად, ძალიან ცუდად მოქმედებს ქალის თვითშეფასებასა და თავდაჯერებაზე. ამიტომაც, ეცადეთ დაიბრუნოთ ცხოვრების ტემპი, მას შემდეგ, რაც ორსულობის ყველაზე რთულ ეტაპს გაივლით.
4. ეძებეთ სიახლეები
იმის გამო, რომ ორსულობის პერიოდში ქალების უმრავლესობა სამსახურიდან დასვენებას ამჯობინებს, დროის დეფიციტის პრობლემაც აღარ იჩენს თავს. ამიტომ, თქვენ საშუალება გეძლევათ დაიწყოთ ისეთი რაღაცების სწავლა, რაც მუდამ გაინტერესებდათ, თუმცა ამის სასწავლად დროს ვერასოდეს პოულობდით. თუ არაფრის სწავლა არ გსურთ, მაშინ დრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გამოიყენეთ. წაიკითხეთ ახალი წიგნები, გაეცანით უახლეს მუსიკალურ ბენდებსა და მათ შემოქმედებას. გაიმრავალფეროვნეთ თქვენი რთული ცხრა თვე და დარჩით პოზიტიურები.
5. განიხილეთ თქვენი მდგომარეობა ახლობლებთან
უამბეთ თქვენს მეუღლეს ან პარტნიორს თქვენი შეგრძნებების შესახებ. მოუყევით, რომ თავს ცუდად გრძნობთ, რომ მხარდაჭერა და ემოციურად მისი გვერდში დგომა გჭირდებათ. მათ თქვენ უყვარხართ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ. ესაუბრეთ დედას, ჰკითხეთ მას რჩევები და სთხოვეთ დაგეხმაროთ. ნუ დაიგროვებთ ყველაფერს საკუთარ თავში. ეცადეთ გაუზიაროთ საყვარელ და ახლობელ ადამიანებს ის, რასაც განიცდით.
6. ყურადღება მიაქციეთ კვებას
შესაძლოა ამას აქამდე არასოდეს დაკვირვებიხართ, მაგრამ თქვენი კვების რეჟიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე. გარდა ამისა, კვებას დიდი როლი აქვს ძილის რეჟიმის რეგულირების საკითხშიც.
7. ითხოვე დახმარება
ორსულობისას არის ეტაპები, როცა მდგომარეობა უარესდება და თავს გაცილებით ცუდად გრძნობთ. ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ დახმარებისთვის უახლოეს ადამიანებს. ნუ მოგერიდებათ, დაურეკეთ დედას, ახლო მეგობარს და სთხოვეთ თქვენთან დარჩეს დღის განმავლობაში.
გახსოვდეთ, რომ თუ კარგად შეისწავლით ორსულობისას საკუთარ სისუსტეებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ იპოვოთ ძალა მათ დასამარცხებლად.
თემები: ორსულობა, ჯანსაღი კვება, ორსულობისთვის მზადება, დედები და შვილები, ემოციები, ემოციების მართვა, მშობელი
<a href="allwomenstalk.com">allwomenstalk.com</a>