მართალია სუპერმარკეტში თავისუფლად შესვლა უკვე შესაძლებელია, თუმცა არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვათ საკუთარი და სხვების უსაფრთხოებისთვის.
1. ატარე პირბადე
კორონავირუსი არსად წასულა, ამიტომ მნიშვნელოვანია არ მოდუნდეთ და სუპერმარკეტსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში პირბადე ატაროთ. არავინ იცის რომელ პროდუქტზე იმალება ვირუსის უხილავი ნაწილაკები, ნუ გარისკავთ, დაიცავით უსაფრთხოება.
2. ხელების დეზინფექცია
„დაიბანე ხელი“ იმდენად მნიშვნელოვანი სიტყვებია ბოლო სამი თვის განმავლობაში, რომ ალბათ უკვე გამოგიშრათ ხელის კანი. თუმცა დამატებითი დეზინფექცია სუპერმარკეტში შესვლამდე და გამოსვლისას უსაფრთხოების გარანტიაა. ვინ იცის, ვინ შეეხო პროდუქტს თქვენს მისვლამდე.
3. გადაიხადე ბარათით
ნაღდ ფულზე უარის თქმა აგაცილებთ უსიამოვნებებს. ფულის კუპიურები უამრავი ადამიანის ხელებში გადადის და ნამდვილად არ გჭირდებათ, ვირუსის უჯრედებს შეეხოთ.
4. გაწმინდე ურიკის ან კალათის სახელური
რა თქმა უნდა, შენს შესვლამდე, მთელი დღის განმავლობაში მრავალი ადამიანი სარგებლობდა ურიკით და კალათით. იქნებ სწორედ იმ ურიკაზე მოკალათდნენ ვირუსები, რომელსაც რამდენიმე წამში შეეხები?
5. გამოიყენე სუფთა ჩანთა
დიახ, სუპერმარკეტში ვიზიტის შემდეგ, აუცილებლად უნდა გარეცხო საყიდლების ჩანთა. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ შესაძლებელია დავირუსებულ პროდუქტს შეეხე ხელით, შემდეგ ხელებზე დეზინფექცია ჩაიტარე, თუმცა ვირუსი ამჯერად ჩანთის ზედაპირზე დაიბუდებს.
თემები: რჩევები, ქცევის წესები, მაღაზია, კორონავირუსი, პანდემია
<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>