SEX

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

სტრესი

ყოველდღიური ცხოვრება სტრესითაა სავსე. მისგან გათავისუფლების ბევრ ვარიანტს უკვე ვიცნობთ: სწორი კვება, ვარჯიში, სწორი სუნთქვა და ა.შ. მაგრამ სტრესის საუკეთესო წამალი მასტურბაციაა.

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება ათავისუფლებს ისეთ ნეიროქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა ოქსიტოცინი, დოპამინი და ენდორფინები. იცანით? რა თქმა უნდა, „ბედნიერების ჰორმონები“ მასტურბაციის დროს ორგანიზმში უხვად გამოიყოფა. რაც გონების განწმენდასა და შფოთვისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ.

იმუნური სისტემა

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

მასტურბაციის დამატებითი სიკეთე იმუნური სისტემის გაძლიერებაა. მართალია ამ საკითხზე მეცნიერები ამ დრომდე დავობენ, თუმცა მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ორგაზმი იმუნოგლობულინის დონეს ზრდის, აძლიერებს იმუნიტეტს და დაავადებებისგან კურნავს.

ტკივილი

თუ ქრონიკულ ტკივილებს უჩივით ან სტრესსა თუ ემოციურ არასტაბილურობას ფიზიკურ ტკივილებამდე მიჰყავხართ, მაშინ მასტურბაცია თვით-მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

კვლევებით დასტურდება, რომ ორგაზმი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. მას შეუძლია დაგავიწყოთ თავისა თუ მენსტრუალური ტკივილები.

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მასტურბაცია არ შეიძლება ჩაითვალოს მედიკამენტოზური მკურნალობის ალტერნატივად.

უძილობა

უძილობა მრავალი ადამიანის პრობლემაა. თუ ხშირად აღმოაჩენთ საკუთარ თავს გამთენიისას ახალი ამბების სქროლვაში, მაშინ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ.

მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

ჩვენ ვიცით, რა რთულია დაძინებამდე გონების გაწმენდა. თუმცა მასტურბაციას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. რა თქმა უნდა, საქმე კვლავ ოქსიტოცინსა და ენდორფინებს ეხებათ, რომლებსაც ნამდვილად აქვთ ეს სასწაული უნარი.